logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: ალისტრახო-ელისტრახოები ჟურნალისტის სტატუსს იყენებენ თავიანთი ბინძური საქმიანობის შესანიღბად!
- +

21 ივნისი. 2017. 12:33



ჟურნალისტის სტატუსით მოქმედმა ცალკეულმა სუბიექტებმა და ლიბერასტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გასულ კვირას, თავზე შავი ტომრები და პოლიეთილენის პარკები ჩამოიცვეს, რითაც სოლიდარობა გამოუცხადეს ყოფილ აზერბაიჯანელ სპეცრაზმელს, ჟურნალისტ აფგან მუხთარლის, რომელიც ამა წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა და აზერბაიჯანელი სამართალდამცავების ხელში აღმოჩნდა. ამ საკითხთან დაკავშირებით „ასავალ-დასავალი" ცნობილ პუბლიცისტსა და პოეტს, „საერთო გაზეთის" მთავარ რედაქტორს ვახტანგ ხარჩილავას ესაუბრა.

 

- ბატონო ვახტანგ, ინტერვიუზე მოსულს თავზე ტომარაწამოცმული რატომ არ დამხვდით?


- შავი ტომარა ვერსად ვიშოვე. ეტყობა, სულ ნაცჟურნალისტებმა დაიტაცეს (იცინის). ისე კი, სამარცხვინო ამბები ხდება ჩვენს ქვეყანაში და ვინმეს ჰგონია, რომ ამას ჟურნალისტიკა ჰქვია?!

 

- თქვენ რა სახელს მოუძებნიდით?


- ეს არის სამარაცხვინო მასკარადი, რომელიც პირდაპირ მიმართულია ქართული სხელმწიფოს წინააღმდეგ. სხვათა შორის, ძალიან სწორად მოიქცა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, რომელმაც „რუსთავი 2"-ის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობა არ მიიღო და თავზე ტომარაჩამოცმული გაბუნიას გადაცემა დატოვა.


- შალვა ხუციშვილს ამის გამო ნაცლიბერასტები მწარედ აკრიტიკებენ - კითხვებზე პასუხები არ ჰქონდა და ეთერიდან გაიქცაო!


- მაგ სიმართლით იარონ მაგ ნაცლიბერასტებმა. კაცი სერიოზულ თემაზე სასაუბროდ მივიდა და თავზე ტომარაწამოცმულები დახვდნენ. ბატონ ხუციშვილს გადაცემა რომ არ დაეტოვებინა, ეს არამარტო მისთვის, არამედ მთლიანად სახელმწიფოსთვის იქნებოდა სირცხვილი!

საერთოდ, დიდი ხანია, ქართულ მედიაში არანორმალური, გამაოგნებელი, შემაძრწუნებელი სიტუაციაა შექმნილი, რაც ქართულ სახელმწიფოებრიობას ანგრევს.

დიახ, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ძალიან ბევრმა ისეთმა ადამიანმა დაირქვა ჟურნალისტი, რომლებსაც ცხოვრებაში ერთი სტატია არ დაუწერიათ, რეპორტაჟი არ მოუმზადებიათ და გადაცემა არ წაუყვანიათ. საუბედუროდ, ქართული ჟურნალისტიკა შარლატანებისა და აფერისტების თავშესაფარი გახდა. ათასი ჯურის ალისტრახო-ელისტრახოები ჟურნალისტის სტატუსს მოხერხებულად იყენებენ თავიანთი ბინძური საქმიანობის შესანიღბად და ხელშეუხებლობის მისაპოვებლად. რაც ყველაზე სახიფათოა, ეს „ჟურნალისტთა კასტა" წარმოადგენს ორგანიზებულ ძალას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.


- რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?


- აი, თუნდაც, რაც ხდება ამ ვინმე მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, თვალნათელი მაგალითია, როგორ იბრძვიან საქართველოს წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავი ჟურნალისტებად გამოუცხადებიათ.


დიახ, ამ ვაი-ჟურნალისტებს არანაირი მტკიცებულება არა აქვთ, მაგრამ მაინც თავიანთ სახელმწიფოს ადებენ ხელს - ჩემმა საქართველომ მუხთარლი „მეშოკში" ჩასვა და აზერბაიჯანს გადასცაო! რაშია საქმე?! ვინ არიან ეს ჟურნალისტიკას მიტმასნილი პროვოკატორები?! აგენტურული ქსელია, ასე ორგანიზებულად რომ სწამებენ ცილს თავიანთ ქვეყანას?! თავიანთ სახელმწიფოს რატომ აბეზღებენ?! რატომ ჰგავს მათი საქმიანობა ჯაშუშურ-დივერსიულ საქმიანობას?!

 

- რიტორიკულ კითხვებს სვამთ, ბატონო ვახტანგ!


- გასულ კვირას „საერთო გაზეთში" დაიბეჭდა მასალა იმის შესახებ, რომ საქართველოში მოქმედებს იატაკქვეშა ორგანიზაცია, რომელიც ჩვენი მეზობელი და მეგობარი აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის.


აბა, წარმოიდგინეთ, როგორი ამბავია - ბაქოში საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფი რომ მოქმედებდეს, ჩვენ არ გაგვიჩნდებოდა პრეტენზიები აზერბაიჯანთან?!


- უკრაინასთან ძალიან ბევრ ქართველს აქვს პრეტენზია იმის გამო, რომ პოროშენკოს ხელისუფლებამ სააკაშვილი და ნაცები შეიფარა.


- დიახ, ასეა და სრულიად სამართლიანიც არის ჩვენი პრეტენზია! გამობრძანდა ეს ოფიციალური ლოთბაზარა გივი თარგამაძე და განაცხადა - ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს აზერბაიჯანელმა ბიზნესპარტნიორებმა სთხოვეს მუხთარლის ბაქოსთვის გადაცემა და მანაც თხოვნა შეუსრულაო. ე. ი. გივიამ მთლად ბიძინა ივანიშვილამდე ვერ გაქაჩა, მაგრამ მაინც იქვე, მის საახლობლოში „მოძებნა" მუხთარლის „გატაცების" მთავარი ორგანიზატორი.


ძალიან მაინტერესებს, საგამოძიებო სტრუქტურებმა გივია თარგამაძეს რატომ არ მოჰკიდეს ყურში ხელი და რატომ არ უთხრეს - აბა, რასაც ლაპარაკობ იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოადგინეო?! უბედურება ის არის, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, „კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ"მ ცილისმწამებლებს სრულ ხელშეუხებლობას უწესებს და უფლებას აძლევს, რაც ენაზე მოადგებათ, ყველაფერი არახუნონ, ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი სიბინძურე დააბრალონ. დიახ, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ალისტრახო-ელისტრახოებს კანონი აძლევს უფლებას, პატიოსანი ადამიანებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ იმოქმედონ.

 

- ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გამოდიხართ!


- პირდაპირ ვაცხდებ - სანამ „სიტყვისა დ გამოხატვის თავისუფლების შესახებ" სააკაშვილის მიერ მიღებულ კანონს არ შევცვლით, საქართველოში ქვეყნის ნგრევის და საზოგადოების გახლეჩის პროცესი არ შეჩერდება!


დიახ, ყველამ უნდა გააცნობიეროს ერთი რამ - „ცილისწამების თავისუფლებას" სიტყვის თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არა აქვს!

 

- და მაინც, როგორ ფიქრობთ, მუხთარლის დასაცავად შემართული ქართველი ლიბერასტების რეალური მიზანი რა არის?


- ამ ქართველ ლიბერასტებს ის უბედური მუხთარლი სულ ფეხებზე ჰკიდიათ, მაგრამ მის თავს დატრიალებულ ამბავს თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. მათი მიზანია, ქართულ სახელმწიფოს ძირი გამოუთხარონ და მსოფლიოს უთხრან, რომ საქართველოში ზის „სისხლისმსმელი ხელისუფლება", რომელიც ადამიანებს „ტომარაში სვამს და იტაცებს".


 გაოცებული ვარ და კითხვას ვსვამ - როგორ მოხდა, რომ სააკაშვილის, ადეიშვილისა და მერაბიშვილის „ჯიბის ჟუსნალისტები" დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც გადასარევად გრძნობენ თავს და იმ ტელევიზიებშიც ჯეჯილობენ, რომლებიც „ქართულ ოცნებას" თავისი მხარდამჭერი ჰგონია?!


- „ქართულმა ოცნებამ" ლამის ნახევარი „ნაცმოძრაობა" მინისტრებად და დეპუტატებად გაამწესა და რაღა გიკვირთ?


- ის მიკვირს, ჩემო ჯაბა, რომ ამ ქვეყანაში მედროვეებისა და უზნეო ხალხის დრო არა და არ დამთავრდა. პირდაპირ ვაცხადებ და ვისაც უნდა იმას ეწყინოს - ქართულ მედიასივრცეში მხოლოდ „ასავალ-დასავალი" და „საერთო გაზეთი" არიან, რომლებსაც თავიანთი პრინციპული პოზიცია აქვთ და არასოდეს გაუხვევიათ განზე, დანარჩენები კი ყოველთვის „ერთ ადგილს" ათამაშებდნენ და დღესაც იმავეს აგრძელებენ!


მიაქციეთ ყურადღება - ის სიბინძურეც, რომელიც ქართულ ეკლესიაში ე. წ. ციანიდის საქმით დატრიალდა, ჟურნალისტის ხელით გაკეთდა!

 

- ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს გულისხმობთ, რომელმაც დეკანოზი გიორგი მამალაძე ფარულად ჩაწერა?


- დიახ, ბატონო ჩემო!


- კი მაგრამ, თუ დანაშაული იგეგმებოდა, რა ექნა ირაკლი მამალაძეს, გაჩუმებულიყო და სავარაუდო დანაშაულის თანამონაწილე გამხდარიყო?


- ჟურნალისტი მამალაძე რომ ამბობს, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედეო, ეს ენის ტლიკინია და სხვა არაფერი. დიდი პროვოკატორი ჩანს ეს ირაკლი მამალაძე და თან იმდენად წამხდარია, რომ თავის მეგობარს, მოგვარეს, შინაურ კაცს ასეთი სიბინძურე გაუკეთა. ვთქვათ, ის დეკანოზი მამალაძე მართლა გადავიდა ჭკუიდან და უბედურების ჩადენა გადაწყვიტა... იმის ნაცვლად, რომ ჟურნალისტ მამალაძეს მისთვის ხელი მოეკიდა და ეთქვა - ძმაო, აზრზე მოდი, თავს ნუ იღუპავო, იმის ნაცვლად, რომ სანათესაო, სამეგობრო შეეყარა - კაცი თავს იღუპავს და რამე ვუშველოთო, ფარულად ჩაწერა და პროკურატურაში დააბეზღა!


ერთი სიტყვით, საქართველოში მდედრობითი და მამრობითი სქესის ქართველი „მუხთარლი" გვყავს, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ, ქართულ ჟურნალისტიკას მართლაც „მეშოკი" წამოაცვან!


- მერედა, რა ეშველება, ამ ამბავს, ბატონო ვახტანგ?


- ის ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის მართვის სადავეებზე მიუწვდებათ ხელი, დროზე უნდა მოეგონ გონს, ხოლო აფგან მუხთარლის რაც შეეხება, მასზე მისმა აზერბაიჯანმა იდარდოს, ჩვენ აფგანის ჭირისუფლობას თავი დავანებოთ და ჩვენს საქართველოს მივხედოთ, სანამ ქართველი „მუხთარლები" ქვეყანას თავზე დაგვამხობენ.


ესაუბრა  ჯაბა ხუბუა

 

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner