logo_geo
eng_logo
რუსეთის პრემიერი სომხეთსა და აზერბაიჯანში მიემგზავრება
- +

7 აპრილი. 2016. 12:20



რეგიონში ვითარების გამწვავების გამო სომხეთსა და აზერბაიჯანში რუსეთის პრემიერი დიმიტრი მედვედევი მიემგზავრება. მედვედევი სერჟ სარგსიანს დღეს, ხოლო ილჰამ ალიევს ხვალ შეხვდება.


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 119-ჯერ დაარღვია. მათი ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა დასახლებულ პუნქტებს ტყვიამფრქვევებიდან და ნაღმტყორცნებიდან გაუხსნეს ცეცხლი.


ამასთან, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ღამით ყარაბაღის ტერიტორიაზე ორჯერ სცადეს შესვლა დივერსიისა და დაზვერვის მიზნით.


აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტაზე 5 აპრილს შეთანხმდნენ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner