logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძე: 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების ფორმატი წელს განსხვავებული იქნება
- +

7 აპრილი. 2016. 12:30



კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების ფორმატი წელს განსხვავებული და საინტერესო იქნება.



მისივე თქმით, პროექტ, CHECK-IN GEORGIA-ს მეშვეობით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძებები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.


გიორგაძის განცხადებით, 26 მაისს საინტერესო ღონისძებები იგეგმება, კერძოდ, თავისუფლების მოედანზე ტრადიციულად გაიმართება ფიცის დადება, რუსთაველის გამზირზე კი დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები.



ფორმატი, რომელიც წელსააა დაგეგმილი, იქნება საინტერესო და განსხვავებული. დაგეგმილია სხვადასხვა კონცერტები, გალა კონცერტი", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

 

 

მისივე თქმით, დამოუკიდებლობისს დღისადმი მიღძვნილი ღონისძიებები საქართველოს რეგიონებშიც გაიმართება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner