logo_geo
eng_logo
გიგა ბუკია: ამაზე მეტი ლიბერალიზმი რა შეიძლება იყოს?!
- +

21 ივნისი. 2017. 18:53



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპოს ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს კანონმდებლობა ნარკოტიკებთან მიმართებაში ძალიან ლიბერალურია.


„ევროპის 50 ქვეყნიდან მარიხუანა დეკრიმინალიზებულია მხოლოდ 21 ქვეყანაში და ისიც, ძალიან მცირე დოზით. მაგალითად, ავსტრიაში დეკრიმინალიზებულია 5 გრამი მარიხუანა, ბელგიაში - 3 გრამი, ჩეხეთში - 15 გრამი, ესტონეთში - 7 გრამი, მალტაში - 3,5 გრამი, საბერძნეთში - 0,5 გრამი, ჰოლანდიაში - 5 გრამი, საქართველოში კი პაპუაშვილის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების გამო იძულებული ვართ, 70 გრამი მარიხუანის ფაქტობრივი დეკრიმინალიზაცია მოვახდინოთ!

 

კითხვას ვსვამ - ამაზე მეტი ლიბერალიზმი რა შეიძლება იყოს?! 2014 წლის შემდეგ ჩვენს ხელისუფლებას მარიხუანას მოწევისთვის არავინ გაუშვია ციხეში და მეტი რაღა უნდათ?!

 

ვფიქრობ, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ორგანიზებულ შეტევასთან გვაქვს საქმე და ცალკეული ჯგუფები ცდილობენ, ხელისუფლების წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია მოახდინონ!" - განაცხადა გიგა ბუკიამ.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner