ამერიკის მიჩიგანის შტატის ქალაქ ფლინტის აეროპორტში ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც ერთი პოლიციელი დაიჭრა. მგაზვრები უსაფრთხოდ იმყოფებიან.
ინციდენტი ბიშოფის აეროპორტში მოხდა, რომლის დეტალებიც ჯერ-ჯერობით უცნობია.
ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, დაინახა, რომ პოლიციის ოფიცერი კისერზე ჭრილობის გამო სისხლისგან იცლებოდა. მისივე ინფორმაციით, პოლიციელებმა მამაკაცი დააკავეს, რომლის გვერდითაც იატაკზე დანა ეგდო.