ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე გოგონას დაეჯახა. „მოამბის" ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
„25 წლამდე გოგონას ავტომანქანა შეეჯახა. სასწრაფო დახმარება რამდენიმე წუთში მივიდა ადგილზე და დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, იგი უკონტაქტოა და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, აქვს ქალა ტვინის მძიმე დაზიანება",- განაცხადა ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსმა ბადრი პაქსაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.