ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ნარმანიამ დაამტკიცა, რომ შეიძლება ამხელა სკამზე იჯდე და ერთი „ლიმონიც" არ მოკუჭო შავი დღისთვის, მოულოდნელად არ გექცეს „წარმატებულ ბიზნესმენებად" სიდედრი, ბიძაშვილი, თუ თანაკლასელი, არც „ჩემი ცოლის დაქალების" თუ ნაცოლარების სასვეცკაო კანტორად უქცევია მერია. თვითოეული თეთრი, რომელიც ბიუჯეტიდან გავიდა ვისაც არ ეზარება ყველასთვის გამჭირვალე, საკონტროლებელი თუ საკრიტიკო გახდა, მაგრამ თვით ამ კრიტიკოსებს, შორისაც, მათ შორის 2012 წლამდე „დღნაურით" დაკავებულებსაც კი ვერ დასცდათ, „კორუფციააო".
მილიონი ხეც დაირგო ( ურწმუნო თომებს შეუძლიათ 400 ათასი, მწკრივად დარგული, მარტო თბილისის ზღვაზე იხილონ) 4 ხე მოიჭრა და მას მერე ანთემასაა გადაცემული და ხან მურვან ყრუს და ხან ბათო ყაენს ადარებენ, არადა იგივე ძუკნები „დღნაურიდან პერერივზე" გამოსულები სერენადებს უმღეროდენ „სითი პარკის" შემომყვანს და მართლა ბეტონის სარკოფაგად ქალაქის მქცეველ მერს...
რა მინდა? არც არაფერი, უბრალოდ დიდი მადლობა ამ სამეგრელოს პატარა სოფლიდან ჩამოსულ კაცს ხელი რომ არაფერზე გაექცა, გაუძლო ამხელა წნეხს „ელიტარული ხოხბებისგან" თუ ნაწყენი ნათესავ ახლობლებისგან (შინაურებს არ მოგვხედაო) გაუძლო იმ ნაღმებს რაც გიგულავამ გაგულავების ბოლო დღეებში ჩააწყო მერიაში, გაუძლო იმას, რომ მის მიერ გაკეთებული უამრავი სიკეთე კაცს არ გაუგია და გაუძლო ამდენ დაუმსახურებელ ტალახს... ჯიგარი ხარ დათო!" - წერს თოფურია.