logo_geo
eng_logo
ქართული ხამსა ევროკავშირის ბაზარზე გადის
- +

22 ივნისი. 2017. 00:16

 

 

შავი ზღვის ქართულ აკვატორიაში მოპოვებული ქაფშია (ხამსა) რიგით მე-3 ცხოველური წამოშობის პროდუქტი იქნება, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე შევა. გადაწყვეტილება ევროკავშირის ადამიანის ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის დირექტორატმა ოფიციალურად 20 ივნისს გამოაქვეყნა.

 

NATO-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ქართული კომპანიები ევროკავშირის ექსპორტისთვის ორი წელია ემზადებიან. ამ პერიოდში თევზის მწარმოებლებმა ქარხნების გადაიარაღება და სურსათის საერთაშორისო ჰიგიენის სტანდარტის (HACCP) დანერგვაც შეძლეს.

 

ევროკავშირის მხრიდან ქართული თევზის საწარმოების განვითარებას DG SANCO - (Directorate General Health and Consumers Affairs) აკვირდებოდა და საქართველოში ორი ვიზიტისა და შუალედური დასკვნების შემდეგ, ქაფშიას მწვანე შუქი აუნთეს.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსს კახა სოხაძის ინფორმაციით, ქაფშია არის რიგით მე-3 ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, რომელმაც ევროპულ ბაზარზე შესვლის უფლება მოიპოვა:

 


„ქაფშია არის მესამე ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, მატყლისა და თაფლის შემდეგ, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე შევა, ამ შედეგის მისაღწევად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დიდი ძალისხმევა გასწია. მეოთხე პროდუქტი, ალბათ, აკვაკულტურებიდან იქნება (ტბორის თვზები, კალმახი და სხვა) ". 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner