მსოფლიო ვიკინგის თასის ერთ-ერთი გამარჯვებული ქართველი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას „შაზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
მსოფლიოს უძლიერეს მამაკაცთა შორის მესამე ადგილი ქუთაისელმა კოტე ჯანაშიამ დაიკავა, რომელიც პროფესიონალებს შორის ასპარეზობდა.
ჩემპიონატს დანიამ უმასპინძლა და მასში მსოფლიოს 18 ქვეყნის სპორტსმენი ასპარეზობდა.