logo_geo
eng_logo
ლონდონში, ხანძრისას ადამიანთა ნაწილის დაღუპვის სავარაუდო მიზეზი დადგინდა
- +

22 ივნისი. 2017. 02:19



Grenfell Tower-ში გამოყენებულ სამშენებლო მასალას ხანძრის დროს შეეძლო გამოეშვა ტოქსიკური გაზი, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, ზოგიერთი იქ მცხოვრები გარდაიცვალა. ამის შესახებ Sky News იტყობინება.


ტელეარხთან საუბრისას ტოქსიკოლოგიის ექსპერტები აცხადებენ, რომ Grenfell Tower-ის კაპიტალური შეკეთებისას გამოიყენეს თერმოიზოლაციის დაფები, რომლებიც ცეცხლის წაკიდებისას წყალბადის ციანიდს გამოყოფენ. არხის ცნობით, საავადმყოფოში ყოფნისას, სულ მცირე სამმა დაშავებულმა მიიღო ამ მომწამვლელი ნივთიერების ანტიდოტი.


ბოლო მონაცემებით ამ დრომდე საავადმყოფოებში 10 დაშავებული რჩება. მათგან 6 კრიტიკულ მდგომარეობაშია.


ბოლო ინფორმაციით, ლონდონის პოლიცია მაღალსართულიან შენობაში მომხდარი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 79 ადამიანს დაღუპულად მიიჩნევს. საქმე ეხება როგორც იმ ადამიანებს, რომელთა ცხედრებიც უკვე აღმოაჩინეს, ასევე იმათ, ვისი პოვნაც ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.


კენსინგტონის უბანში მდებარე 24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 14 ივნისს, შუაღამით გაჩნდა. ხანძრის რეალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა სახანძრო-სამაშველო ბრიგადის ინფორმაციით, 1974 წელს აშენებულ Grenfell Tower-ში ხანძრის საწინააღმდეგო სისტემა არ მუშაობდა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner