logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: გაჩნდა ასეთი ფენომენი - გიორგი კვირიკაშვილის ეფექტი
- +

7 აპრილი. 2016. 12:55



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს.



გაჩნდა ასეთი ფენომენი - გიორგი კვირიკაშვილის ეფექტი, რომელიც პირდაპირ აისახა ბიზნესის დამოკიდებულებაზე და იმ მონდომებაზე, რომ კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს ამ მიმართულებით საქართველოში. გიორგი კვირიკაშვილის დაანონსებული ყველა რეფორმა მიმდინარეობს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმის  - გადასახადების დაწევის ნაწილშიგანხილვები უკვე დაწყებულია კომიტეტებში და  ვიმედოვებთ, რომ პარლამენტიდან გვექნება დიდი მხარდაჭერა. განათლების ნაწილში  რეფორმების პირველი ნაწილის პრეზენტაცია ჩვენ უკვე ჩავატარეთ. მნიშვნელოვანია ასევე ქვეყნის სივრცითი განვითარება. ძალიან აქტიურ ვმუშაობთ დონორებთან ურთიერთობისთვის, ასევე აქტიურად ვმუშაობთ ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. ანაკლიაში ჩვენ უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია, ჩვენ ვგეგმავთ მულახის სივრცით განვითარებას, თუშეთის სივრცით განვითარებას, აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი  ძალიან პოზიტიურია", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner