logo_geo
eng_logo
მანუელ მაკრონი: ტრამპის პოლიტიკა არაპროგნოზირებადია
- +

22 ივნისი. 2017. 12:04


 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რვა ევროპული გამოცემისთვის (Le Figaro, Suddeutsche Zeitung, Le Soir, The Guardian, Corriere Della Serra, El Pais, Gazeta Wiborcza და Le Temps) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპის პოლიტიკა არაპროგნოზირებადია და ეს მსოფლიოსთვის დისკომფორტის წყაროა.


დონალდ ტრამპი ამერიკელი ხალხის მიერ იყო არჩეული. პრობლემა ის არის, რომ მან ჯერ კიდევ არ შეიმუშავა თავისი საერთაშორისო პოლიტიკის კონცეპტუალური საფუძველი. ზუსტად ეს არის იმის მიზეზი, რომ დონალდ ტრამპის პოლიტიკა არაპროგნოზირებადია და მსოფლიოსთვის ეს დისკომფორტის წყაროა.

რაც შეეხება ტერორიზმთან ბრძოლას, ტრამპს, ისევე როგორც მე, სურს ეფექტური იყოს. მე არ ვიზიარებ ზოგიერთ მის გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით კლიმატის საკითხზე. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ აშშ-ის დაბრუნებას კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებაში. მე ხელს ვუწვდი დონალდ ტრამპს. მსურს, რომ მან აზრი შეიცვალოს ამ საკითხზე. არ შეიძლება გინდოდეს ტერორიზმთან ეფექტურად ბრძოლა და ამავდროულად არ ზრუნავდე კლიმატზე", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner