საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დღეს, 22 ივნისს, საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით საქართველოს კულუტრის პალატასთან ფუძნდება ფონდი „ახალგაზრდობა ჩვენი მომავალია".
ფონდის მიზანია ახალგაზრდობას - ჩვენი საზოგადოების ყველაზე უნარიან და მაღალი რესურის მქონე ნაწილს - ხელი შეუწყოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციაში ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარებისთვის", - წერს დავით ოქიტაშვილი.