15 აგვისტოს, Check in Georgia-ს ფარგლებში, „Black Sea Arena"-ზე ირაკლი ჩარკვიანის საღამო „ირაკლი ჩარკვიანი - ისტორია" გაიმართება.
ღონისძიება „ბრავო რექორდსი"-სა და Altervision Group-ის ორგანიზებულია. საღამოზე მუსიკოსის ყველაზე პოპულარული და ყველასთვის საყვარელი სიმღერები შესრულდება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, სტეფანე, ნინა სუბლატი, ლევან მასპინძელაშვილი, მარიკო ლეჟავა, მაია დარსმელიძე, თიკა ბალანჩინი & NEW ONE BAND, SOFT EJECT, GREEN ROOM, რობი კუხიანიძე & OUTSIDER, LoudSpeakers და EKO & VINDA FOLIO.
კონცერტის მსვლელობისას სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე გაეშვება ირაკლის უცნობი ფოტოებისა და ვიდეო მასალისგან შექმნილი ინსტალაციები. საღამოს გელა ჩარკვიანი წაიყვანს.
ბილეთების ონლაინ შეძენა შესაძლებელი იქნება - biletebi.ge-ზე, ხოლო მოგვიანებით, ბილეთების ფიზიკური სახით გაყიდვა დაიწყება თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ქობულეთში, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია, წინასწარ გახდება ცნობილი.