logo_geo
eng_logo
29 მილიონი ლარი - მსოფლიო შემსრულებლების კონცერტებზე თანხის ძირითადი ნაწილი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უნდა დაიხარჯოს
- +

7 აპრილი. 2016. 13:02


 

საქართველოში ახალი მასშტაბური პროექტი იწყება. ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, „Maroon 5" და ხოსე კარერასი საქართველოში სამთავრობო პროექტის  Check in Georgia-ს ფარგლებში ჩამოვლენ.


პროექტის ღირებულება 29 მილიონი ლარია. თანხის ძირითადი ნაწილი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უნდა დაიხარჯოს. თუმცა,  ხელისუფლების წარმომადგენლები განცხადებით,  პროექტის თანადაფინანსების კუთხით მოლაპარაკებებს კერძო პირებთან  აწარმოებენ.


ეროს რამაზოტის კონცერტი 24 აპრილს თბილისში სპორტის სასახლეშია დაგეგმილი, რობი უილიამსი  27 მაისს „დინამო არენაზე" იმღერებს, „Maroon 5" - 7 ივნისს ბათუმში, ხოსე კარერასი კი - 18 ივნისს ქუთაისში.


ეროს რამაზოტის კონცერტზე დასასწრებად ბილეთების გაყიდვა 7 აპრილს 12 საათიდან დაიწყება საიტზე tkt.ge-ზე და ფილარმონიის სალაროებში. რობი უილიამსის კონცერტის ბილეთები კი 15 აპრილიდან გაიყიდება. ბილეთების მინიმალური ფასი 20 ლარი იქნება.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner