დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლებს გაეზრდებათ თუ არა ხელფასები, დამოკიდებულია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე".
მისი თქმით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" რამდენიმე დღის წინ უკვე გადადგა ნაბიჯები და ხელფასები მეტროპოლიტენის თანამშრომლებს მათი ნამსახურები წლების მიხედვით მოემატება.
„თითოეული თანამშრომელი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" შესაძლებლობებზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ შეიძლება გაეზარდოთ მათ მომავალში ანაზღაურება. თუმცა, ამ თვალსაზრისით რამდენიმე დღის წინ გადავდგით ნაბიჯი და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" მათ ნამსახურები წლების მიხედვით დანამატზე იზრუნა და 1 მილიონი ლარი დამატებით გამოიყო.
მოლაპარაკები დღესაც მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ კომპანიის შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმი გაკეთდება, რათა უკეთ იყვნენ თანამშრომლები უზრუნველყოფილი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.