„რამდენიმე კვლევის მიხედვით, საქართველოზე მოთხოვნა მკვეთრადაა გაზრდილი, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო და ჩვენ ტურიზმის სექტორს მოვუწოდო, რომ ისინი ძალიან ფრთხილები იყვნენ ფასებთან მიმართებაში", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა. ქუმსიშვილის თქმით, ქვეყანა გასულ წელთან შედარებით, წელს ტურიზმიდან შემოსავალს გაცილებით მეტს ელოდება.
„შარშან ტურიზმმა დააგენერირა 1 მილიარდ 935 მილიონი დოლარი, რაც 148 მილიონი დოლარით მეტი იყო, ვიდრე 2014 წელს. წლევანდელი პირველი სამი თვე აჩვენებს, რომ ეს ციფრი კიდევ უფრო მეტი იქნება. რამდენიმე კვლევის მიხედვით, საქართველოზე მოთხოვნა მკვეთრადაა გაზრდილი, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო და ჩვენ ტურიზმის სექტორს მოვუწოდო, რომ ისინი ძალიან ფრთხილები იყვნენ ფასებთან მიმართებაში, იმიტომ, რომ გვყავს არაერთი კონკურენტი ჩვენი მეზობელი და შესაბამისად, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ფასები და სერვისის შესაბამისობა მნიშვნელოვანი იქნება. ამიტომ ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ის სტუმრები, ვისაც ჩამოსვლა სურთ. ძალიან აქტიურად მიდის სამუშაოები თბილისის აეროპორტში. 31 ივნისს პრაქტიკულად განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გვექნება და შესაბამისად, მთელ ამ პერიოდში საკმაოდ დაძაბული გრაფიკია აეროპორტში იმიტომ, რომ 20.00 საათიდან 10.00 საათამდე ვიღებთ სტუმრებს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.