ძლიერი წვიმის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზა და რამდენიმე სახლის ეზო დაიტბორა.
ადგილობრივი მცხოვრებლების განცხცადებით, პრობლემა სანიაღვრე არხებშია, რომლებიც წლებია, არ გაწმენდილა.
ზუგდიდის გამგებლის პირველი მოადგილე მამუკა წოწერია განმარტავს, რომ შიდა სასოფლო გზებზე არსებული სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია ერთ თვეში დაიწყება, ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული არხების რეაბილიტაცია კი გზების დეპარტამენტის პრეროგატივაა.