logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე დავით ნარმანიაზე: ეს ყველაფერი მან 3 წელსა და 4 თვეში შეძლო...
- +

22 ივნისი. 2017. 18:48



თბილისის მერიის წარმომადგენელი საკრებულოში ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ადამიანებს რაღაცის დანახვა უნდა შეგვეძლოს. გაუაზრებელი ქილიკი და გულზე ხელის ცემით თბილისელობა არ ნიშნავს შექმნა ახალი და მოუარო დედაქალაქს.

 

მიუხედავად ბევრი ქილიკისა, მიუხედავად ენით აღუწერელი შეურაცხყოფებისა, მომაბეზრებელი საუბარი კუთხურ წარმომავლობისა დავით ნარმანიამ ჩვეული სიდინჯით და ჩვეული მოწესრიგებულობით შექმნა თბილისში თავისი სახელი.

 

აბსოლუტურად ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უბრალოდ გაიხსენეთ, ბოლოს რომელ წელს გაიხნსა ახალი მეტრო დედაქალაქში? გახსოვთ ,თაბაშირ-მუყაოთი რესტავრირებული ფასადური აღმაშენებლის გამზირი? ხომ ნახეთ, რა არის ახალი ტიფლისი? შედარება მარტივია ხომ? გახსოვთ პუშკინის ქუჩის იდიოტური გადაკეტვა? ხომ ნახეთ მარტივი და ჭკვიანური ესტაკადით როგორ აღდგა მოძრაობა? იმგზავრეთ თბილისი-კოჯორის დამაკავშირებელი ახალი გზით? კომფორტულია ხომ? თბილისის ცენტრლურ უბნებში ბეტონის ჯუნგლები რომ აღარ შენდება და შეჩერებულია მრავალსართულიანი კორპუსების აშენება, ესე უკეთესი არ არის ? 13 ივნისის სტიქიით მიყენებული ზარალი და ზიანი რომ სრულად აღდგა, დაკმაყოფილდა ყველა დაზარალებული და ქალაქი ქალაქს დაემსგავსა, ამას არ აქცევთ ყურადღებას? კარგია ხომ ახალი ევროოპული ავტობუსები? ხომ ჯობს 20 წლის ჰოლანდიურ ნაგავს და უკრაინულ არაკომფორტულ ავტობუსებს?

 

დედაქალაქის მერი, რომელიც არის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა და დავით ნარმანია ასეთი თავმდაბლობით ითავსებს მას, არასოდეს არცერთ პოლიტიკურ, კორუფციულ და ა.შ. საქმესთან რომ არ დაკავშირებულა მისი სახელი წინამორბედისგან განსხვავებით, პარტ. აქტივს არ უხდის ბიუჯეტიდან ხელფასს და სტრიპტიზ ბარებში არ ირიცხება დედაქალაქის ბიუჯეტი ხედავთ განსხვავებას ხომ?

 

არასოდეს დამავიწყდება მისი სიტყვები „ჩემი მერობის ამ „სროკს" ისე არ მოვრჩები, პეკინის ქუჩა რომ არ გავაკეთო" და რეალურად 50 წლის წინ გაკეეთებული პეკინის ქუჩა და კომუნიკაციები იცვლება სრულად.

 

ეს ყველაფერი მან 3 წელსა და 4 თვეში შეძლო.

 

არ მომცემენ გადაჭარბების საშუალებას იცით, რომ ყოველ ღამე, ხაზს ვუსვამ, ყოველ ღამე დავით ნარმანია სახლში როდის მიდის? როდესაც ბოლო მგზავრი ტოვებს მეტროს და იხურება.

 

არ მახსოვს სამსახურში 9 საათზე არ მოსულიყოს და ღამის 12 საათზე ადრე წასულიყოს. ხშირად მილაპარაკია მასთან ამ თემაზე და ყოველთვის იღიმოდა და ღამის 12 საათზე მეტროდან შემომავალ ზარს ელოდებოდა ტელეფონზე.

 

ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ადამიანი არის უწესიერესი და არის ძალიან თავმდაბალი მარტივია ესროლო ტალახი... ის უბრალოდ მოიწმინდავს და ჩვეული სიმშვიდით აგრძელებს მუშაობას. ის უბრალოდ შეყვარებულია ჩვენს დედაქალაქზე.

 

წარმატებები", - წერს ოთარ აბესაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner