ერთი ყვითელი უტირაჟო, სააკაშვილისგან დაფინანსებული გაზეთის ელისტრახოდ წოდებულმა რედაქტორმა ახლახან ნამდვილი პოლიტიკური აპერკოტი იგემა. ტერიტორიული მთლიანობისთვის ომგამოვლილ ვეტერანებს - მალხაზ თოფურიას და დავით ახრახაძეს მისი პოლიციელი ქმარი საჯაროდ დაემუქრა ქუჩური ანგარიშსწორებით, მაგრამ თავისივე დათქმულ შეხვედრაზე არ გამოცხადდა და კაცობაში თავი საქვეყნოდ მოიჭრა! ელისტრახომ მაინც არ ისვენებს და ათვალწუნებულ ვაჟკაცებს ამჯერად მის გავლენაში მოქცეული ვეტერანი, გიორგი ხიზანიშვილი დაუპირისპირა, რომელიც ელისტრახოს ქმრის გზით აგრძელებს სიარულს და სოციალური ქსელებიდან საჯაროდ ეწევა თანამებრძოლების დისკრედიტაციას. როგორ განვითარდება ელისტრახოს მიერ ვეტერანებში პროვოცირებული დაპირისპირება? გთავაზობთ ინტერვიუს დავით ახრახაძესთან, რომელიც დათმობას აღარ აპირებს:
- ელისტრახომ ჯერ ქმარი გამოაჩინა, მაგრამ იმან თავი ვერაფრით გამოიჩინა! როცა დარწმუნდა, რომ ქმრის საშუალებით ვერაფერს დამაკლებდა, ამჯერად ასპარეზზე საკუთარი სათამაშო, დასაქოქი ჯარისკაცი გამოიყვანა. მაგხელას - ბუტერბროდს ვჭამ მე ერთ ჯერზე! ელისტრახო არის ჩვენი საზოგადოების ავთვისებიანი სიმსივნე. სააკაშვილის ბინძური ფულით ის თავგამოდებით ებრძვის საზოგადოების ყველა ფენას, რომელიც სისხლიან რეჟიმს უპირისპიდებოდა. რახანია, ცილისწამებით და ლაფის სროლით ცდილობს ვეტერანების დისკრედიტაციას. დავალება პირდაპირ სააკაშვილისგან აქვს მიღებული! ბოლოსდაბოლოს, ჩემგან ის პასუხი მიიღო, რასაც იმსახურებდა, ქმარი საჯაროდ შეურცხვა და ახლა ხიზანიშვილის საშუალებით ცდილობს დავალების შესრულებას, რაშიც ფული წინდაწინ აქვს აღებული!
- ვინ არის გიორგი ხიზანიშვილი და რას გერჩით?
- ხიზანიშვილი ავანტიურისტი გახლავთ, რომელიც რამდენჯერმეა ნასამართლევი, მათ შორის, ნარკოტიკებზეც! მას მაშინ დავუპირისპირდი, როცა ვეტერანობა სპეკულაციის და ფულის შოვნის საშუალებად აქცია, როცა წელიწადნახევრის წინ გმირთა მემორიალთან საშიმშილოდ მარტოდმარტო დაჯდა და კახა კალაძეს საჯაროდ, 22 ათასი ლარი მოსთხოვა პირადი საჭიროებისთვის! კალაძეს მისთვის 12 ათასი მიუცია და ეს კი, მადლობის მაგივრად, ურცხვად გაიძახოდა, 10 ათასი დამაკლესო! კაცმა თავის რჩენის საშუალებას მიაგნო! მემორიალთან ხიზანიშვილი უფრო ადრეც, ორწელიწადნახევრის წინაც დაჯდა საშიმშილოდ. მასთან ვეტერანების დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი მივიდა, დაუყვავა და 1200 ლარიან სამსახურში მოაწყო, სადაც ნათურის გამოცვლის მეტი არაფერი ევალებოდა. - ცოტა მოითმინე და ხელფასიც გაგეზრდებაო - შეპირდა, მაგრამ ამან აღარ მოიცადა, მაშინაც უმადურობა გამოიჩინა და გარკვეული პოლიტიკური ძალების დაკვეთით თავისი მწყალობელის წინააღმდეგ დაიწყო გამოსვლები! მოკლედ, როცა მეორედ დაჯდა საშიმშილოდ და კალაძეს ფული მოთხოვა, მაშინვე ელისტრახომ გამოუცხადა საინფორმაციო მხარდაჭერა. მე საჯაროდ განვაცხადე - არ ვეთანხმები ასეთ მოთხოვნებს მეთქი და, სწორედ ამის მერე ამომიჩემა ელისტრახომ!
არ ვიცი, ელისტრახო და ხიზანიშვილი მანამდეც თუ იყვნენ ერთმანეთთან კავშირში, მაგრამ ხიზანიშვილი საჯაროდ უხდიდა მადლობებს იმ ადამიანს, რომელიც სააკაშვილის რეჟიმთან გულწრფელად დაპირისპირებულ ნებისმიერ მოქალაქეს ცილს სწამებდა და ლაფს ესროდა! ამის შემდეგ კი, ჩემს მიმართ შეურაცხყოფასა და მუქარზე გადმოდის.. კობა კობალაძეს და მალხაზ თოფურიასაც მიადგა - იმ ადამიანებს, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში პირველი დესანტი განახორციელეს გაგრაში და ისეთი ბრძოლები გამოიარეს, სადაც გადარჩენის მინიმალური შანსი არსებობდა!
- დათო, ამ მოვლენებამდე გიორგი ხიზანიშვილი როგორ გაფასებდათ?
- გმირად მაცხადებდა! აი, რას ამბობდა: " მე მეომარი ბიჭი ვიცი, დათო ახრახაძე.. ნოემბერში ფეხი მოგლიჯეს ბრძოლაში და 2 თვის შემდეგ ცალფეხა კაცი ისევ მწყობრში იდგა და იბრძოდა! იმის გვერდით როგორ უნდა დადგნენ ვიღაც თოფიჭერია, მივლინებასავით ომში 2 დღით ჩამოსული და უკან გაბრუნებული კაცები?" ხოლო მას მერე, რაც მე ელისტრახოს დავუპირისპირდი, ხიზანიშვილმა პლასტინკა გადააბრუნა და ურცხვად განაცხადა ჩემზე, თითქოს ომში პოზიციის მიტოვებისას დავიჭერი.. არადა, ჩემი დაჭრის უამრავი თვითმხილველი ადამიანი არსებობს. ბრძოლიდან მძიმედ დაჭრილი ვასილ ნებიერიძემ გამომიყვანა. ხვიჩა ჟორჟოლიანი იყო ჩემს მახლობლად, როცა მტრის ტყვიებმა მომცელეს..ჩემი დაჭრის გარემოებები თავის დღიურში აღწერილი აქვს დათო ზივზივაძეს. ის ომში დაიღუპა, მაგრამ მისი დღიური გადარჩა.. თანამებრძოლებთან ერთად და გიორგი ხიზანიშვილს ამ ცილისწამების გამო პასუხს აუცილებლად მოვკითხავ! ხიზანიშვილი აშკარად, ელისტრაკოს გზას დაადგა, რომელიც, თავის მხრივ, სააკაშვილის მითითებით ცხილობს წესიერი ადამიანების დისკრედიტაციას! ხიზანიშვილი მე, დათო ახრახაძეს და მალხაზ თოფურიას სუსთან კავშირს გვაბრალებს, არადა, ახლახან ელისტრახოსთვის მიცემულ ინტერვიუში თავად აღიარებს, რომ სუსის მაღალჩინოსან სოსო გოგაშვილთან რაღაც ინტრიგანული ჩანაწერები დაჰქონდა! "ასავალ-დასავალის" ფურცლებიდან მივმართავ ხიზანიშვილს - ამ საქციელს საზოგადოებაში სხვა, თანაც ძალიან ცუდი სახელი ჰქვია! ნუ გგონიათ, რომ გიორგი ხიზანიშვილი უკანასკნელია! ელისტრახოს მისი მსგავსი - კიდევ ერთი დასაქოქი ჯარისკაცი ჰყავს თადარიგში, რომელიც ქუთაისელია და თავის ჯერს ელოდება.. როგორც ჩანს, ასეთი გამოხდომები მათთვის იმ ნამცეცების საშუალებაა, რომელიც სააკაშვილის ბინძური სუფრიდან ცვივა!
- არ გიცდიათ გიორგი ხიზანიშვილთან დაკავშირება?
- როგორ არა! ტელეფონზე მისი ნომერი ავკრიფე და ჩემი ხმა გაიგო თუ არა, ქალივით ისტერიული კივილი დაიწყო - შენ ნინო ჯღარკავას ახლობელი ხარო და გამითიშა! ათჯერ კიდევ დავურეკე და მითიშავს. ახლა უკვე ვიცი რაც უნდა ვქნა! რაც ჩაიდინა, აუცილებლად მოეკითხება! სასამართლოსა და პროკურატურაში მე სირბილს ვერ დავიწყებ. ერთი მაგრად გაიძუყნება და მერე თუ უნდათ, დამიჭირონ, თუ უნდათ - დამაჯარიმონ!
ესაუბრა: ზაზა დავითაია