„არ ვიცი, რას აკეთებს ბატონი სააკაშვილი უკრაინაში", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ბრიუსელში განაცხადა.
„არ ვიცი, რას აკეთებს ბატონი სააკაშვილი უკრაინაში. ის მოწვეული იყო იმისათვის, რომ დამხმარებოდა, მაგრამ ალბათ ხედავთ შედეგს - მას მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.