logo_geo
eng_logo
უშგულში კოშკი ჩამოინგრა
- +

22 ივნისი. 2017. 23:42



უშგულში, სოფელ ჩვიბიანში მურყვამი (კოშკი) ჩამოინგრა. როგორც „საზოგადოებრივ მაუწყებელს" მესტიის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა, კოშკის ჩამონგრევის მიზეზი სვანეთში ბოლო დღეებში წვიმიანი ამინდი გახდა. ამასთან, როგორც გამგებელმა აღნიშნა, დანგრეულია კოშკზე მიდგმული სახლი. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.


„21 დღე თითქმის ყოველდღე წვიმს. წვიმამ ალბათ კედლებში გაჟონა და მოხდა სამწუხარო ფაქტი. ერთი კოშკი დაინგრა.კოშკის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაზარალებულა, დაინგრა კოშკზე მიმდგარი სახლი",- განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა.


მესტიის გამგებლის ინფორმაციით, სვანეთში 150-მდე კოშკი სავალალო მდგომარეობაშია.


„ცუდია, რომ არც მოსახლეობა უვლის. კულტურის სამინისტროს რაც შეეხება, დაახლოებით, უკვე აღდგენილი აქვს 50-მდე კოშკი",- აღნიშნა გამგებელმა.


მისივე თქმით, ადგილზე ჩავლენ სპეციალისტები და ამის შემდეგ გადაწყდება, კოშკის აღდგენითი სამუშაოების დაწყების პროცესი.


ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.


 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner