logo_geo
eng_logo
დავით ახრახაძე: სააკაშვილის ბინძური ფულით თავგამოდებით ებრძვის საზოგადოების ყველა ფენას!
- +

22 ივნისი. 2017. 23:45


 

„ელისტრახო არის ჩვენი საზოგადოების ავთვისებიანი სიმსივნე. სააკაშვილის ბინძური ფულით ის თავგამოდებით ებრძვის საზოგადოების ყველა ფენას, რომელიც სისხლიან რეჟიმს უპირისპიდებოდა", - ამის შესახებ  ტერიტორიული მთლიანობისთვის ომგამოვლილ ვეტერანმა დავით ახრახაძემ გაზეთ „სავალ-დასავალთან" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. როგორც ახრახაძემ განაცხადა, „ქრონიკა +"-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ მას და მალხაზ თოფურიას ვეტერანი, გიორგი ხიზანიშვილი დაუპირისპირა.


„ელისტრახომ ჯერ ქმარი გამოაჩინა, მაგრამ იმან თავი ვერაფრით გამოიჩინა! როცა დარწმუნდა, რომ ქმრის საშუალებით ვერაფერს დამაკლებდა, ამჯერად ასპარეზზე საკუთარი სათამაშო, დასაქოქი ჯარისკაცი გამოიყვანა. მაგხელას - ბუტერბროდს ვჭამ მე ერთ ჯერზე! ელისტრახო არის ჩვენი საზოგადოების ავთვისებიანი სიმსივნე. სააკაშვილის ბინძური ფულით ის თავგამოდებით ებრძვის საზოგადოების ყველა ფენას, რომელიც სისხლიან რეჟიმს უპირისპიდებოდა. რახანია, ცილისწამებით და ლაფის სროლით ცდილობს ვეტერანების დისკრედიტაციას. დავალება პირდაპირ სააკაშვილისგან აქვს მიღებული! ბოლოს და ბოლოს, ჩემგან ის პასუხი მიიღო, რასაც იმსახურებდა, ქმარი საჯაროდ შეურცხვა და ახლა ხიზანიშვილის საშუალებით ცდილობს დავალების შესრულებას, რაშიც ფული წინდაწინ აქვს აღებული!"- განაცხადა დავით ახრახაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner