logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: ისინი ყველაფერს ბოიკოტს უცხადებენ!
- +

23 ივნისი. 2017. 00:02



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი გადაცემა „პრიორიტეტში" ოპონენტების განცხადებებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ნაწილობრივ დესტრუქციულ ძალას წარმოადგენს.


„ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება" და საზოგადოება, მეორე მხარეს კი ნაწილობრივ დესტრუქციული ძალები, რომლებისთვისაც არანაირი პროგრესი, წინ გადადგმული ნაბიჯი არ არის სასურველი. მათი ერთადერთი მიზანია ხელისუფლების ხელში ჩაგდება და საზოგადოებას თავს მოახვიონ თავისი მახინჯი შეხედულებები ხელისუფლებაზე, ქვეყნის განვითარებაზე. თუ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მათ სურთ, მაშინ ისინი ყველაფერს ბოიკოტს უცხადებენ", - განაცხადა მათიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner