„ასავავალ-დასავალმა" კვირგვინოსნებში გამოაქვეყნა პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადება, რომელიც მან „ინტერპრესნიუსთან" საუბარში გააკეთა. უსუფაშვილის განცხადებით, „რესპუბლიკელები" ოპოზიციაში წასვლას არ აპირებენ, რადგან ახლა ეს სირთულეებს გამოიწვევს.
„ოპოზიციაში არ მივდივართ, რადგან ერთად ავიღეთ პასუხისმგებლობა, ერთად ვმართავთ ქვეყანას და კარგად გვესმის ის, ახლა ჩვენი პოსტებიდან წასვლა, პარლამენტში უმრავლესობის დაშლა და ა.შ. რა სირთულეებს შექმნის", - განაცხადა უსუფაშვილმა.