გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ევროკავშირის სამიტის მონაწილეებმა რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს.
„ჩვენ ემანუელ მაკრონთან ერთად მოხსენება გავაკეთეთ მინსკის პროცესისა და ნორმანდიულ ფორმატში მუშაობის პროცესის შესახებ. სამწუხაროდ, იძულებული ვართ დავაფიქსიროთ, რომ ამ კუთხით ცოტა პროგრესი გვაქვს. მუდმივად ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, ამიტომაც პოლიტიკური პროცესის გაგრძელებისთვის საკმარისი საფუძველი არ არის. ამგვარ გარემოებებში ყველამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი სანქციების გახანგრძლივებას", - განაცხადა ანგელა მერკელმა.