logo_geo
eng_logo
კასპში, საჩხერესა და ზესტაფონში ქარის ელექტროსადგურები აშენდება
- +

23 ივნისი. 2017. 14:05



თბილისი (GBC) - 2018 წელს, საქართველოში კიდევ ორი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება.


„ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორის მამუკა კობახიძის განცხადებით, ფონდი საჩხერესა და ნიგოზაში ქარის სადგურების პროექტებზე აქტიურად მუშაობს.


ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან ტექნიკური პირობების შეთანხმება.


ერთი სადგური საჩხერეში დამონტაჟდება, საუბარია 100 - 120 მგვტ სიმძლავრეზე. მეორე კი ნიგოზაში დამონტაჟდება 20-40 მეგავატის სიმძლავრით.


ელექტროსადგურების ინვესტორი Calik Energy -ია. საინვესტიციო პორტფელი კი, სიმძლავრის დაზუსტების შემდეგ გახდება ცნობილი.


აღსანიშნავია, რომ 1 მგვტ-ის განვითარება $ 1.2-1.3 მილიონი ჯდება.


შეგახსენებთ, რომ ფონდი პროექტს ავითარებს ზესტაფონშიც, სადაც მშენებლობა 2019 წელს დაიწყება. ინვესტორად ამ შემთხვევაში MR Graft - ია შერჩეული.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner