ციხისძირში, საიდანაც ასწლოვანი ტიტას ხე გადარგეს, ახალი პარკი კეთდება. 150 ხე-მცენარე პარკს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შეუძინა. 22 განსხვავებული ჯიშის ნერგის იტალიიდან ტრანსპორტირებისთვის 10 ათასი ევრო დაიხარჯა. უცნობია მცენარეების საფასური.
მცენარეებს შორისაა ტიტასა და ჭაობის კვიპარისის ნერგების ნაირსახეობები, ასევე სხვადასხვა ჯიშის ეგზოტიკური სექვოია.
კომპანია „ზიმომ" ახალ პარკში მცენარეების დარგვა დღეს დაიწყო. კომპანიის დირექტორის ზურაბ კიკნაძის განცხადებით, პარკის მოწყობა ერთ თვეში დასრულდება.
„დღეს ველოდებით კიდევ ერთ ტრაილერს, რომელიც სხვადასხვა ჯიშის მცენარეებით არის დატვირთული. ერთი თვის ფარგლებში მოეწყობა ინფრასტრუქტურა, სკამები განთავსდება და დასასვენებელი ადგილი გაკეთდება", - განაცხადა ზურაბ კიკნაძემ.