logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარლამენტს პატივს აღარ სცემს, თავის ვალდებულებაზე ამბობს უარს...
- +

23 ივნისი. 2017. 14:29



პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხს ეხმიანება და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ასეთი განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არანაირ კანონიერებაში არ ჯდება და გონივრულ კრიტიკას გასცდა. როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარლამენტს პატივს აღარ სცემს, კონსტიტუციას უგულველყოფს, ესე იგი, არ დაიცავს და ვერ იქნება მისი გარანტორი, ანუ თავის მთავარ ვალდებულებაზე უარს ამბობს... რაღა უნდა ითქვას: ნათელზე ნათელია, რომ შეუდგა პოლიტიკურ ბრძოლას, ამოირჩია მოკავშირეები და მიდის ღია კრიზისისკენ...

 

ან იმედი აქვს, რომ გადააყენებენ, ან თვითონ აპირებს გადადგომას, ამით არჩევნების გამოწვევას და კონსტიტუციის გაყინვას... რაც არ უნდა იყოს, ეს ნიშნავს დაძაბულობის გამოწვევას, რის მეშვეობით ნებსით თუ უნებლიედ (ამას ვუტოვებ) გარდაიქმნება „ოცნების" მოყვანილი პრეზიდენტიდან „ნაცგაერთიანების" კანდიდატად... აქ ქვეყნის ინტერესები არ ჩანს არსად!

 

პრეზიდენტი შეიძლება ასეთ ვა-ბანკზე მიდიოდეს თუ ქვეყნის სუვერენობა, დამოუკიდებლობა ან მთავარი ღირებულებები საფრთხის ქვეშ დგება. ამ მძიმე არტილერიის გამოყენება პირადი პოლიტიკური ამბიციებისთვის და ანგარიშსწორებისთის, ამორალურიცაა და მიუღებელიც!" - წერს სალომე ზურაბიშვილი. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner