logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ორივე „პრო“ ცუდია!
- +

19 თებერვალი. 2016. 19:20


„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი მოუწოდებს პოლიტიკურ სპექტს, შეწყდეს საუბარი პროდასავლურ და პრორუსულ საგარეო ორიენტაციაზე. „ორივე „პრო" ცუდია", - განაცხადა ინაშვილმა „tv პირველის" ეთერში.


 

„დღეს ქართული ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური ლიდერები სჭირდება საქართველოს. ჩემი კურსი არის დასავლური კურსი და არასდროს მითქვამს, რომ ევრაზიული კავშირი მინდა. საქართველო ვერასდროს გაწევრიანდება ევრაზიულ კავშირში, ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს. ვინაიდან ჩვენი გეზი არის ევროკავშირისკენ. მაგრამ მიმაჩნია, რომ პოლიტიკური პარტიების ხელოვნურად დახარისხება არასწორია", - აცხადებს ინაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner