logo_geo
eng_logo
გიორგი ჩოგოვაძე: პროექტ Check in Georgia-ს მიზანია, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში უფრო პოპულარული გახდეს
- +

7 აპრილი. 2016. 14:21



ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დღეს, პროექტ Check in Georgia-ის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ პროექტს საქართველო გამოიყენებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში უფრო პოპულარული გახდეს.



მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი, რომელიც მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება, უპერეცედენტოა, როგორც საერთაშორისო ვარსკვლავებით, ასევე იმ მასშტაბით, რომ მის ფარგლებში 19 ქალაქში 35 ფესტივალი ჩატარდება.



საქართველო ამას გამოიყენებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო პოპულარული გახდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, მოვიზიდოთ ამ ფესტივალებისა და დიდი კონცერტების საშუალებით დამატებითი ტურისტები. წელს ამ სეზონზე ჩვენი მარკეტინგული კამპანიების ერთ-ერთი მთავარი მესიჯი ეს უდიდესი პროექტი იქნება. ასევე მნიშვნელოვანია ეს პროექტი იმ ტურისტებისთვისაც, რომლებიც უკვე საქართველოში არიან ან იქნებიან. ის შეიძლება ამ კონცერტისთვის არ იყოს ჩამოსული, მაგრამ მას საშუალება ექნება, დამატებითი შთაბეჭდილებები მიიღოს. ეს ასევე მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის, ტურისტული კომპანიებისთვის, სასტუმროებისთვის, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში შეძლებენ, დამატებითი ტურისტული პაკეტები შესთავაზონ კლიენტებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner