logo_geo
eng_logo
ჯარჯი წიკლაური: მთავარმა მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი ადამიანის მკვლელობისთვის უნდოდა
- +

23 ივნისი. 2017. 17:24


 

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ დღევანდელ პროცესზე მთავარმა მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი უნდოდა ადამიანის მკვლელობისთვის.


წიკლაურის თქმით, დღევანდელ პროცესზე 6 ადვოკატი წარსდგა შესავალი სიტყვით და ვერც ერთმა მათგანმა ვერ ახსნა, რატომ ითხოვდა ბრალდებული გიორგი მამალაძე მომწამვლელი ნივთიერების სასიკვდილო დოზას.


„ვერც ერთმა მათგანმა ვერ ახსნა ის გარემოებები, რატომ ინტერესდებოდა ბრალდებული, მსხვერპლის ორგანიზმში აღმოაჩენდა თუ არა საწამლავს ექსპერტიზა და ისევ ის გამოგონილი ოქრომჭედელი ახსენეს ადვოკატებმა, რომ თითქოს მისთვის უნდოდა ბრალდებულს ეს საწამლავი. მთავარმა მოწმემ (ირაკლი მამალაძე) დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი უნდოდა ადამიანის მკვლელობისთვის. ადვოკატები დაუსაბუთებელი პროტესტებით და დაუსაბუთებელი შუამდგომლობებით ცდილობდნენ, შეეჩერებინათ მოწმის თავისუფალი თხრობა", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.


ჯარჯი წიკლაურის თქმით, ბრალდებული დაპირისპირებული იყო პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილთან, ყველაფერს აკეთებდა მისი დისკრედიტაციისთვის და საწადელს რომ ვერ მიაღწია, აირჩია რადიკალურად გაუგონარი მეთოდი და დაგეგმა მისი მკვლელობა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner