ტოკიოში ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირის ბოლო დღეს 105+კგ. წონით კატეგორიაში გიორგი ჩხეიძე ასპარეზობდა, რომელიც მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონია ახალგაზრდებში.
ამჯერად ჩვენებურმა ორჭიდში ჯამში 406 კილოგრამი დაძლია, რაც ვერცხლის მედლისთვის აღმოჩნდა საკმარისი. მსოფლიოს ჩემპიონი 426 კილოგრამით სომეხი სიმონ მარტიროსიანი გახდა.