logo_geo
eng_logo
შსს-მ კასპის რაიონში მომხდარი ყაჩაღობა გახსნა
- +

23 ივნისი. 2017. 20:15



შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.გ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ დანით შეიარაღებული ბრალდებული კასპის რაიონის სოფელ გარიყულაში, ასაკოვან ქალბატონს თავის საცხოვრებელ სახლში თავს დაესხა და ფული მოსთხოვა, თუმცა გ.გ.-მ მოთხოვნილი თანხის წაღება ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner