logo_geo
eng_logo
აბაშის მუნიციპალიტეტის ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულის 6 სოფელი გაზიფიცირდება
- +

23 ივნისი. 2017. 20:22


 

აბაშის მუნიციპალიტეტის სამი ადმინისტრაციული ერთეულის გაზიფიცირების ფარგლებში, რომელიც 2017 წლის ბოლომდე მოხდება ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 5 სოფლის სრულად გაზიფიცირებას გულისხმობს - აცხადებს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშივილი.


ჩვენ დავიწყეთ სამი ადმინისტრაციული ერთეულის, ნორიოს, სეფიეთის და ძვ. აბაშის გაზიფიცირება, რომელიც გულისხმობს 1257 აბონენტისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას. ეს პროცესი მიმდინერა წელს დასრულდება.

 

აქვე მინდა განვმარტო, რომ ნორიოს ადმინისტრაციული ერთეული აერთიანებს 6 სოფელს. სოფ. ნორიოს გარდა სოფ. მაცხოვრისკარს, სოფ. ძიგურს, სოფ. საბოკუჩავოს, სოფ. აბაშისპირს და სოფ საგვაზაოს. პროექტის მიხედვით აღნიშნული სოფლების ყველა ოჯახში შევა ბუნებრივი აირი და მათ ექნებათ შესაძლებლობა მომავალი ზამთარი თბილ და კომფორტულ გარემოში გაატარონ" - განმარტავს მამუკა კვიტაშვილი.


მიმდინარე წელს გაზიფიცირების ქსელს 77 908 გრძივი მეტრი დაემატება. პროექტების ღირებულება 2 383 000 ლარია


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner