ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მისი ბოლოც ეგ არის... მოკლედ ჩემი სკოლის მეგობარი ტანზანიაშია, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს საერთო PR ბეგრაუნდს, და მიშიკოს ბოლო გამოსვლას ოსორაულის დაბრუნების თემაზე, თან იმ ფონის გათვალისწინებით,რომ პოროშენკომ საბოლოოდ „მოიქნია" უკრაინიდან, მრავალნატანჯი მ.ს. შეეცდება იმიჯის გამოსწორებას, რაშიც ძალიან წაადგება ოსორაულის ტყვეობიდან დახსნა ჩვენს მთავრობაზე უფრო ადრე!
ტანზანიიდან კონგო სულ რაღაც 1400 კილომეტრშია, მაშასადამე მაბუანგური საგა შესაძლოა ედთადერთი ხსნა იყოს აბრაგად ქცეული ექსისთვის! მე მითქვამს...", - წერს მოროშკინა.