logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: სამარცხვინოა, ამ ადამიანის მიერ შექმნილი პოლიტიკოსების საუბარი სამშობლოს სიყვარულზე!
- +

23 ივნისი. 2017. 20:25



მერიის წარმომადგენელი საკრებულოში ოთარ აბესაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„დავანებოთ ყველანაირ ქართულ პოლიტიკას და მანიაკალურ რეჟიმს თავი.

 

საქართველოს ყოფილი პრეიზდენტი, რომელიც ქვეყნის სახეს წარმოადგენდა 10 წლის განმავლობაში 2003 - 2013 წლებში და მისი საპრეზიდენტო ვადის გასვლიდან 3 წელში აკეთებს ოფიციალურ განცხადებას, რომ ის არის უკრაინელი პოლიტიკოსი და მისი საპრეზიდენტო ვადის გასვლიდან 4 წელში უკრაინიდან გამოგდებული აკეთებს ოფიციალურ განცხადებას, რომ ის აუცილებლად დაბრუნდება მის მშობლიურ, ხაზს ვუსვამ მშობლიურ კიევში და ამ განცხადებას სადღაც აფრიკიდან აკეთებს, არის ძალიან სამარცხვინო და იმიჯის შემლახველი არამარტო ქვეყნისთვის, არამედ ზოგადად აუფასურებს საქართველოს ისტორიის შინაარსს.

 

კიდევ უფრო სამარცხვინოა, ამ ადამიანის მიერ შექმნილი პოლიტიკოსების სამშობლოს სიყვარულზე საუბარი და მის მიერ შექმნილი პარტიების წევრი და იდეოლოგიის მხარდამჭერი ადამიანები არიან", - წერს ოთარ აბესაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner