ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ მამუკა წოწერიამ, ეკონომიკური პროგრამების და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად,დარჩელი-განმუხურის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 5450 მეტრი, სიგანე კი 6 მეტრია. იგება არმირებული ბეტონის საფარი.
გზის საფარის დაგების პარალელურად მოსახლეობის ჭიშკრების მისადგომებიც მობეტონდება. გზის სამშენებლო სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება. პროექტის ღირებულება 2 675 571 ლარია.