logo_geo
eng_logo
ირაკლი ხმალაძე: სენაკში ტარიფების გაზრდას არ აქვს არანაირი წინაპირობა და კომპანიამ უნდა შეცვალოს ეს გადაწყვეტილება
- +

3 აპრილი. 2016. 14:54



საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე შპს „გასკო პლუსის" მიერ სენაკში მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება იმ სამართლებრივ სივრცეს, რის საფუძველზეც ეს კომპანია ოპერირებს ამ ქალაქში.


„გვსურს გამოვეხმაუროთ შპს „გასკო პლუსის" მიერ სენაკში მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდას. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება იმ სამართლებრივ სივრცეს, რის საფუძველზეც ეს კომპანია ოპერირებს ამ ქალაქში.

 

სენაკში ტარიფების გაზრდას არ აქვს არანაირი წინაპირობა და კომპანიამ უნდა შეცვალოს ეს გადაწყვეტილება, არ უნდა მოხდეს მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფის გაძვირება.

 

იმ შემთხვევაში თუ შპს „გასკო პლუსი" ამ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს, ამას მოჰყვება ჩვენგან ადეკვატური რეაგირება.

 

შპს „გაზკო პლუსს" 2013წელს აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები ენერგეტიკის სამინისტროსთან ბუნებრივი გაზის ტარიფის შემცირებაზე. ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით მოსახლეობისთვის ტარიფის ზრდის შემთხვევაში, კომპანიას დაერიცხება ხელშეკრულებებებით გათვალისწინებული ფინანასური სანქციები", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner