logo_geo
eng_logo
პროკურორი: ირაკლი მამალაძემ მისცა სწორედ ის ჩვენება, რაც გამოძიების ეტაპზე ჰქონდა მიცემული
- +

23 ივნისი. 2017. 22:01



ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესი 26 ივნისს განახლდება. დღევანდელ სხდომაზე კი საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე დაიკითხა. პროკურორი ზვიად გუბელაძის განცხადებით, მოწმემ  დაადასტურა, რომ ბრალდებულ გიორგი მამალაძეს ციანიდი სჭირდებოდა გერმანიაში გასამგზავრებლად


„მოწმემ ცალსახად დაადასტურა, რომ ბრალდებულ გიორგი მამალაძეს ციანიდი სჭირდებოდა გერმანიაში გასამგზავრებლად, რათა იქ ჩაედინა ადამიანის მკვლელობა. ირაკლი მამალაძემ განმარტა, რომ გიორგი მამალაძეს ჰქონდა ზიზღი შორენა თეთრუაშვილის მიმართ, მას აღიქვამდა კარიერული წინსვლისა და მატერიალური კეთილდღეობის დამაბრკოლებლად და ამბობდა, რომ დასაბრედია. ირაკლი მამალაძემ მისცა სწორედ ის ჩვენება, რაც გამოძიების ეტაპზე ჰქონდა მიცემული და ცალსახად თქვა, რომ გიორგი მამალაძეს სურდა ადამიანის მკვლელობა და განმარტა, რომ სურდა, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობაც", - განაცხადა პროკურორმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner