logo_geo
eng_logo
რუსთაველზე ავტომობილი ამობრუნდა, დაშავებული მძღოლი ჰოსპიტალიზებულია
- +

23 ივნისი. 2017. 22:37



რუსთაველის გამზირზე, მეცნიერებათა აკადემიის წინ „ტოიოტას" მარკის ავტომობილი ამობრუნდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლი დაშავდა, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner