რუსთაველის გამზირზე, მეცნიერებათა აკადემიის წინ „ტოიოტას" მარკის ავტომობილი ამობრუნდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლი დაშავდა, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.