logo_geo
eng_logo
პატრიარქი: ილოცეთ და ლოცვა დაგეხმარებათ.
- +

24 ივნისი. 2017. 02:01



გიორგი მამალაძის ოჯახის წევრი:  ეს მეუღლეა, ია. თორნიკე - ძმაა.


პატრიარქი: დაბრძანდით.


(ამ დროს ხდება ადგილებზე დასხდომა)


პატრიარქი: ყველას მოგესალმებით. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა სუფევდეს თქვენთან, ჩვენთან, საქართველოში და მთელს მსოფლიოში. ჩვენი საუბარი უნდა ჩაიწეროთ. (იწერება)


პატრიარქი: თქვენ ვისაც გნებავთ, ჩაიწერეთ...


ოჯახი: არა, ჩვენ არ გვაქვს. არ წამოგვიღია არაფერი...


პატრიარქი: რომ მერე არ იყოს ლაპარაკი, ეს ვთქვი და ეს არ გვითქვამს. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი გაცნობა ხდება ასეთი მძიმე საკითხის განხილვის გამო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ბრძოლა არა მამა გიორგის წინააღმდეგ და არა სხვების წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ არის ეს ბრძოლა. მაგრამ უფალი ბრძანებს: აღვაშენო ეკლესია ჩემი კლდესა ზედა და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გვქონდეს ერთი სურვილი, რომ დადგინდეს სიმართლე. სიმართლემ უნდა იზეიმოს. ახლა გისმენთ თქვენ.


თორნიკე მამალაძე: თქვენო უწმინდესობავ, ბოდიშით. ჩემთვის და მამა გიორგისთვის უპირველესი მოთხოვნა არის და უპირველესი, მამა გიორგის აინტერესებს თქვენი პოზიცია თქვენო უწმინდესობავ, მამა გიორგის მიმართებაში. მამა გიორგი დღემდე, თქვენო უწმინდესობავ, ითხოვს ზიარებას, ითხოვს თქვენთან შეხვედრას, ითხოვდა პირადად და ითხოვს დღესაც, რომ რადგან მას, როგორც თვითონ ამბობს, მე პირადად მამა გიორგისგან ვიცი. როგორც თვითონ პირადად ამბობს, ბევრი აქვს სათქმელი თქვენთან და მისი სურვილი არის, რომ შეგხვდეთ დღესაც და გთხოვთ, გადმოგცემთ ამ თხოვნას - იქნებ რამდენიმე წუთით, შესაძლებელი თუ იქნება და შესაძლებელი არის, როგორც მე ვიცი, თუ შეხვდებით მას და პირადად მოგახსენოთ მისი სამსახურეობრივი... რასაც მუშაობდა. მე, თქვენო უწმინდესობავ, იმიტომ ვითხოვდით თქვენთან შეხვედრას ადვოკატებთან ერთად, გამომდინარე იქიდან, რომ მე საქმის მასალებს არ ვიცნობ დეტალურად და საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ, ამიტომაც ვითხოვდი ადვოკატებთან ერთად თქვენთან შეხვედრას. რადგან საქმესაც მოიტანდნენ და საქმესაც დაალაგებდნენ აქ და შევხედავდით, აქ მყოფი დამსწრე საზოგადოება და თქვენც, თქვენო უწმინდესობავ რა დევს ამ საქმეში და რა ვითარებაში ცდილობს საქართველოს პროკურატურა მამა გიორგის ბრალი წაუყენოს, გაასამართლონ ასე რომ ვთქვათ და აქედან გამომდინარე, ვითხოვდით აქამდეც და თუ შესაძლებლობა მოგვეცემა, თქვენო უწმინდესობავ, თქვენი ლოცვა-კურთხევით, რომ შემდეგში თუ მოხერხდება ასეთი შეხვედრა ადვოკატებთან ერთად შევხვდეთ. ჩვენ, პირველ რიგში მამა გიორგის შეწყალებას არ ვითხოვთ და მაგაზე მამა გიორგიც, ასე რომ ვთქვათ, უარს ამბობს, იმიტომ, რომ მამა გიორგი ამბობს, რომ მე მართალი ვარ და დანაშაული არაფერში მიმიძღვის და აქედან გამომდინარე, მე შეწყალება არ მინდა, იმიტომ, რომ შეწყალება ჭირდება იმ ადამიანს, ვინც დანაშაულს სჩადისო - მამა გიორგის სიტყვებია ეს, თქვენო უწმინდესობავ. აქედან გამომდინარე, მამა გიორგი ამბობს, რომ მირჩევნია ციხეში ვიჯდე უკანონოდ, ვიდრე უსამართლოდ, ასე რომ ვთქვათ შეწყალებით გამომიშვან გარეთო, აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას არ გთხოვთ თქვენო უწმინდესობავ. მამა გიორგის სიმართლეს ჩვენ სასამართლოში აქ იქნება თუ, მაქსიმუმ აქ თუ ასე რომ ვთქვათ, არა სამართლიანად როგორც დღეს ხდება სასამართლო სხდომებიც მაგიტომაც დახურეს, რომ საზოგადოებამ სრული სიმართლე არ დაინახოს რა დევს და რა მტკიცებულებებით აპირებენ მის ციხეში ჩასმას. მოგეხსენებათ, თავიდან იყო პატარა ბრალი, შემდეგ დაუმძიმეს და შემდეგ ვითომც და თქვენც გეცოდინებათ საქართველოს პროკურატურამ მაგიტომ დახურა სხდომები, რომ ვითომდა მამა გიორგის პირადი ინტიმური ცხოვრების ვიდეომასალები არსებობსო, რაზეც აქ მყოფი საზოგადოებაც დამეთანხმება, რომ გამოვიდა მთავარი პროკურორი და თქვა, რომ ასეთი ვიდეომასალები არ არისო და პირდაპირ ტყუილით დახურეს სხდომები... რადგანაც ელემენტარული მტკიცებულებები არ არსებობს, რომ მამა გიორგი ჩასვან ციხეში იმ მძიმე ბრალდებით, რასაც აბრალებენ. ამიტომაც გვინდოდა ადვოკატებთან ერთად მოსვლა და გვესაუბრა თქვენთან საქმის მასალებზე. რაც წინაზეც ვთქვით მე კარგად არ ვიცნობ ამ საქმის მასალებს გამომდინარე იქიდან, რომ გაუთქმელობაზე აქვთ თქვენო უწმინდესობავ ადვოკატებს ხელი მოწერილი და ეს გაუთქმელობა ოჯახის წევრებზეც ხორციელდება და ჩვენთანაც მცირე ნაწილით გვესაუბრებიან ამ თემასთან დაკავშირებით. ამიტომაც გვინდოდა ადვოკატების მოყვანა, და უბრალოდ ისეთი სიტუაცია არის, რომ ჩვენ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თქვენო უწმინდესობავ ეკლესიის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული და ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება ეს საქმე და ამ ყველაფრის ევროპაში წაღებაც არ გვინდა, რადგან არ გვინდა ჩვენი ქართული ეკლესია, ასე რომ ვთქვათ, ევროპელებისგან...


პატრიარქი:  ევროპელებმა იციან ჩვენზე უკეთესად...


თორნიკე მამალაძე: განსახილველი რომ იყოს და ევროპელებმა რომ საქართველოს ეკლესიაზე იმსჯელონ. მამაო აუცილებლად გამართლდება სასამართლოში, მაგრამ ეს სასამართლოები მოგეხსენებათ თქვენო უწმინდესობავ, საქმე დიდია და ეს სასამართლოები თვეობით უნდა გაგრძელდეს და უბრალოდ მამაოს ციხეში ყოფნა ამ მომენტში მისთვის მოგეხსენებათ, ის ფიზიკურად შეუძლოდ არის: გული აწუხებს, ხერხემალი აწუხებს და აქედან გამომდინარე, ერთადერთი თხოვნა გვექნება მეც და მამაოს ოჯახსაც და შვილებსაც და მეუღლეს - უბრალოდ ჩვენ არ ვითხოვთ შეწყალებას, ჩვენ არ ვითხოვთ საქმის შეჩერებას, ჩვენ გვინდა, პირიქით, და ასე რომ ვთქვათ, ჩვენ გვსურს, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს, რადგან ეს საქმე ჩვენთვის არის, ჩვენი ოჯახისთვის არის უპირველეს ყოვლისა და საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციას ეხება და აქედან გამომდინარე, თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ არ ვითხოვთ საქმის შეწყვეტას, ჩვენ არ ვითხოვთ რომ სასამართლო დღეს ადგეს და შეაჩეროს სხდომები, პირიქით - ჩვენ ვითხოვთ თქვენო უწმინდესობავ, რომ ეს სხდომები რაც იმართება, იყოს საჯარო.


მამა დავით ჭინჭარაული: სამართლებრივად უნდა იყოს.

 

თორნიკე მამალაძე: ამ ყველაფერთან დაკავშირებით, თქვენო უწმინდესობავ, საზოგადოებამ მოისმინოს, აქ დამსწრე საზოგადოებასაც მე როგორც ვიცი, არ აქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით წვდომა, აქედან გამომდინარე, ვითხოვთ, რომ გვინდა სასამართლო იყოს ღია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეულმა ქართველმა, ვისაც ეს საქმე გულთან ახლოს მიაქვს, რომ დაინახოს საკუთარი თვალით და არა შემდგომ რომ გამოვიდნენ სასამართლოდან და ხან ერთი თქვან და ხან მეორე. აქედან გამომდინარე, გვინდა იყოს საჯარო...


მამა დავითი: სამართლებრივად უნდა მოხდეს და პოლიტიკური სახე არ უნდა მიეცეს ამას...


თორნიკე მამალაძე: დიახ, ჩვენ ძალიან ბევრი შემოთავაზებები გვქონდა პოლიტიკური პარტიებიდან.


მამა დავითი: პოლიტიკური არ უნდა მიეცეს.


პატრიარქი: ერთმა ილაპარაკეთ.


თორნიკე მამალაძე: დიახ, თუ უფლებას მომცემთ გავაგრძელებთ თქვენო უწმინდესობავ...


პატრიარქი: გააგრძელეთ.


თორნიკე მამალაძე: პოლიტიკური პარტიებიდან ძალიან ბევრი შემოთავაზება გვაქვს დღესაც და დამერწმუნებით, რომ არავინ - არც ადვოკატი აგვიყვანია პოლიტიკური პარტიებიდან, არც, ასე რომ ვთქვათ პოლიტიკური ხალხი, ასე რომ ვთქვათ, არ გამოგვიყვანია და არ დაგვიხმარებია, რადგან ეს არ არის პოლიტიკა, ეს ეხება საქართველოს ეკლესიას და მამა გიორგი სასულიერო პირია და ამ ეკლესიის წევრია და აქედან გამომდინარე, ჩვენ პირადად არ გვინდა არც პოლიტიკური მიეცეს და არც უსამართლოდ წარიმართოს ეს ყველაფერი...


მამა დავითი: აი, ეგ ვთქვით თორნიკე, ჩვენ მხარს ვუჭერთ სამართლებრივ საქმეს...


პატრიარქი: სხვებმაც თქვით რამე.


მამა მიქაელი: სხვებსაც ხომ არ გნებავთ რაიმეს თქმა? თუ რამის თქმა გნებავთ, უთხარით თქვენს უწმინდესობას...


მამა, - ავთანდილ მამალაძე: მე მინდა ერთი რამე ვთქვა: თქვენო უწმინდესობავ, მთელი საქართველო ელოდება სიმართლეს და ეს სიმართლე თქვენს გარეშე არ გადაწყდება და თხოვნა არის, რომ ე.ი. სიმართლეს გავუსწოროთ თვალი ყველამ...


პატრიარქი: სწორია, ჩვენც ეგ გვინდა. სიმართლემ უნდა იზეიმოს და სიმართლე უნდა ითქვას და არა სიყალბე.


თორნიკე მამალაძე: დიახ, თქვენო უწმინდესობავ, თუ სასამართლო სხდომები დახურული იქნება და თუ სასამართლოს სხდომებს ბოლომდე დახურულ სივრცეში წაიყვანენ, ლოგიკურად სიმართლეს ვერც მე გავიგებ და საქართველოს ვინც ამ საქმეში ჩახედული არ არის ვერც ერთი ვერ დავინახავთ სიმართლეს.


პატრიარქი: ეხლა რაც შეეხება სასამართლო პროცესს - ჩვენ ვერ ჩავერევით მათ საქმეში, ჩვენ არც გვაქვს უფლება ჩავერიოთ. ეს თვითონ იციან. მეუღლე რას იტყვის?


დეკანოზი გიორგის და: მე და ვარ, მეუღლე იაა.


პატრიარქი: შენ რას იტყვი და?


დეკანოზ გიორგი მამალაძის და: მე მინდა ვთქვა, რომ მამაო იქნება მოინახულოთ, იქნებ რა აქვს სათქმელი, იქნებ ძალიან ბევრი რამე უნდა რომ გითხრათ თქვენ. 4 თვეა ის არ ზიარებულა, 4 თვეა აღსარება არ უთქვია, იქნებ თქვენ დაეხმაროთ, თქვენ მიხვიდეთ და თქვენ ნახოთ, ან თვითონ მამაო მოვიდეს, ხომ შეიძლება?


მეუფე თეოდორე: მოსვლა არ შეიძლება, სამწუხაროდ.


მამა დავითი: თქვენო უწმინდესობავ, ბობოყვათში გამგზავრებამდე თქვენ დაგვავალეთ მე და მამა კახაბერს ეს საქმე, რომ მამა გიორგი მოგვენახულებინა იმ დაწესებულებაში, სადაც ახლა მამა გიორგი ბრძანდება და ახლა ჩამოვედით, ჩამობრძანდით თქვენ და შევჯერდებით და მამა გიორგის ხვალ ან ზედ ჩვენ მოვინახულებთ. ანუ მე და მამა კახაბერს უწმინდესმა დაგვავალა, თორნიკე და ვნახავთ.


თორნიკე მამალაძე: დიახ მამაო, მესმის და უბრალოდ, მამაო თქვენც მოგეხსნებათ თავიდანვე ითხოვს, რომ იქნებ მეუფეზე ან პატრიარქთან შემახვედროთ ამაზე არაერთი წერილი გამოაგზავნა თქვენო უწმინდესობავ ციხიდან.


პატრიარქი: ჩემი მისვლა არ შეიძლება იმიტომ, რომ იტყვიან ზეგავლენა იქონიაო, ზეგავლენააო და...


მამა დავითი: თქვნო უწმინდესობავ, მე და კახაბერს დაგვავალეთ და მივალთ და მოვინახულებთ.


თორნიკე მამალაძე: კი და მეუფეებს რომ უთხრათ.


მამა დავითი: მე და მამა კახაბერი ხვალ მოვაწესრიგებთ საბუთებს და ზეგ შევალთ და ზეგ დილით ვნახავთ მამა გიორგის. რასაც გადმოგვცემს, გეტყვით თქვენ მეუფეები იქნება საჭირო? მეუფეები შევლენ.


მეუფე ანდრია: ვიყავით თქვენო უწმიდესობავ, მამა კახაბერი და მე ვიყავით, შენ იცი თორნიკე, რომ მე და მამა კახაბერი შევხვდით მამაოს, ახალი მომხდარი იყო ეს ამბავი, ვინახულე მამაო, ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ. აღსარებაც ჩამაბარა მან, რაც საჭიროდ ჩათვალა სათქმელად, ის მითხრა მე და ისიც ვუთხარი მას, რომ მე უწმინდესსაც ვეტყვი -ეთქი რაღაცეებს, დამეთანხმა და რაც მისი ნათქვამი, ანუ რაზეც ჩემთვის მოცემული ჰქონდა უფლება ჩემთვის რომ მეთქვა, მე ის ვუთხარი.


თორნიკე მამალაძე: თქვენო უწმინდესობავ, იურიდიულად ერთს გთხოვთ, ეს ხდევა იურიდიულად, საქმეც თან რომ არ გაჩერდეს საქმის მსვლელობა რომ წარიმართოს, უბრალოდ, მამაოს მდგომარეობიდან გამომდინარე ,თხოვნით მოგმართავთ, იქნებ, თუ შესაძლებლობა გექნებათ და თუ სურვილი გექნებათ, რა თქმა უნდა, თქვენ ეს ხდება იურიდიულად და არანაირი დარღვევა არ არის, კანონში წერია პირდაპირ, თქვენო უწმინდესობავ. სასამართლო სხდომები საქმე ჩვეულებრივად წავა. უბრალოდ, ამ დროის მანძილზე მამაო რომ ციხეში ზის თქვენი, ასე რომ ვთქვათ თავდებობით თქვენო უწმინდესობავ, შეიძლება მამაოს გარეთ გამოშვება. ამ დროის მანძილზე, რაც სასამართლო სხდომები მიდის, ამ დროის მანძილზე შეიძლება, რომ მამა გიორგი გარეთ გამოვიდეს თქვენი თავდებობით, თქვენო უწმინდესობავ, და თქვენ როგორც საჭიროდ ჩათვლით, იქნებ მონასტერში წავიდეს, იქნებ თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ აქ მოვიდეს, უბრალოდ მისთვის ციხე არის დამთრგუნველი, უბრალოდ ეს სიმართლე დამტკიცდება აუცილებლად, თქვენო უწმინდესობავ, უბრალოდ, ამ ყველაფერს თვეები სჭირდება და ეს თვეები თქვენო უწმიდესობავ, არა მარტო მისთვის, არამედ მისი შვილებისთვისაც თქვენო უწმინდესობავ, მისი მეუღლისთვის, ოჯახისთვის ეს ყველაფერი არის ძალიან მძიმედ გადასატანი. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი თხოვნით მოგმართავთ: იქნებ თავდებობით გამოუშვათ მამაო და ეს სასამართლო სხდომები ჩვეულებრივად გაგრძელდება და ამ სასამართლო სხდომებზე, სადაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ...


მამა დავითი: თორნიკე ეს ძალიან კარგი რამ მოხდა - თქვენი ოჯახის შეხვედრა პატრიარქთან...


თორნიკე მამალაძე: ძალიან დიდი ბოდიში, თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ ძალიან დიდი ხანია ველოდით თქვენთან შეხვედრას და ძალიან გთხოვთ, ორი სიტყვით მივმართავ და დავასრულებ.


მამა დავითი: თორნიკე, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, უწმინდესიც ეცდება, რომ ეს გაკეთდეს, თუ შესაძლებელია.


თორნიკე მამალაძე: ბოდიში. დავასრულებ თუ შესაძლებელია.


მეუფე თეოდორე: თორნიკე, ეს არ არის მთლად ჩვენზე დამოკიდებული.


მამა დავითი: ეს მინდოდა მეთქვა მეც.


მეუფე თეოდორე: ყველას თითოეული ჩვენგანის ჩვენი სურვილია, რომ დადგინდეს სიმართლე პირადად ყველანი მისი უწმინდესობა და ყველას გვაქვს მთავარი სურვილი, რომ სამართლებრივად იყოს სიმართლე.


მამა დავითი: ... თორნიკე, როგორც გითხარით, სამართლებრივად მხარში გიდგევართ. პოლიტიკურ სახეს ნუ მივცემთ...


მეუფე თეოდორე: დამამთავრებინეთ, თუ შეიძლება. მთავარია სიმართლე, ეს ყველას გვინდა და თითოეული ჩვენგანის სურვილია, მაგრამ ძალიან ცუდია, როცა ეს გადადის რაღაცა ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაში...


მამა დავით: გადადის პოლიტიკაში.


მეუფე თეოდორე: პოლიტიკაში არ გადადის, პოლიტიკაშიც გადადის, პოლიტიკოსები პოლიტიკურად იყენებენ ამას და ეკლესიის მოწინააღმდეგეები იყენებენ ეკლესიის საწინააღმდეგოდ, მთავარი არის, თითოეულმა ჩვენგანმა გავითვალისწინოთ, რომ არ მივცეთ არავის უფლება ამ საქმით მანიპულირების. ეს არის პრობლემა, რომ ყველა იყენებს ამ საქმეს სათავისოდ, არც მამა გიორგის სასარგებლოდ იყენებს არავინ და არც ეკლესიის სასარგებლოდ არ იყენებს არავინ. სამწუხაროდ, ეკლესიას ძალიან ბევრი მტერი ჰყავს ქვეყნის გარეთად და ქვეყნის შიგნითაც, რომელთაც სურთ ეკლესიის დისკრედიტაცია... ყოველთვის ცდილობენ, რომ რატომღაც წარმოაჩინო რომ ეკლესიაში საშინელება ხდება, საპატრიარქოში საშინელება ხდება, რაღაცა ისინი ვართ ჩვენ გველეშაპები და ვცდილობდით, რომ ეს ერთი მამა გიორგი დაგვეხრჩო ყველას. ჩვენ თავს არ ვიმართლებთ არასდროს.


მამა დავითი: ჩვენი შვილია ისიც და ჩვენი ოჯახის წევრია.


მეუფე თეოდორე: ეკლესიის წევრი არ გამოვსულვართ საჯაროდ და თავი არ გვიმართლებია. თქვენ ძალიან კარგად იცით, უამრავი რამ დაიწერა თითოეულ ჩვენგანზე და არც ერთს თავი არ გვიმართლებია. მაგრამ თუ შევეცდებით, რომ რაღაც სამართლებრივ საკითხებში ვითანამშრომლოთ, ჩვენ ყველანი ვითანამშრომლებთ, მაგრამ დისკრედიტაციაზე თუ იქნება საქმე და ეკლესიის დისკრედიტაცია მოხდეს, და შესაძლებლობა იმისა, რომ მამა გიორგის საქმე გამოიყენონ ეკლესიის მტრებმა ეკლესიის, ოჯახის და თვითონ მამა გიორგის წინააღმდეგ, ამის საშუალება არ უნდა მივცეთ.


თორნიკე მამალაძე: დიახ, მეუფეო. მაგიტომაც ვთხოვთ ღიაობას და ყველაფერს ამას რომ მამა გიორგი რომ დაიჭირეს და მამა გიორგით რომ დაიწყეს და მამა გიორგი რომ მღვდელია, ეს არ არის დისკრედიტაცია ეკლესიის? ეს ხომ თავისთავად ამით დაიწყო?


მეუფე თეოდორე: აქედან დაიწყო... ეს არის პირველი დისკრედიტაცია, მაგრამ მერე მამა გიორგის გამართლება საჭირო გახდა ზუსტად ისევ ეკლესიის დისკრედიტაციით დაიწყეს. ვითომ ეკლესიაა დამნაშავე იმაშ,ი რომ მამა გიორგი დაიჭირეს. რატომ ვართ ჩვენ დამნაშავე იმაში, რომ მამა გიორგი დაიჭირეს? აი ეს ვერ გავიგე.


თორნიკე მამალაძე: ეს დღეს მეუფეო ხდება მავანთა...


მამა მიქაელი: თორნიკე უკაცრავად, არ შეიძლება, ყოველდღე აკეთებთ განცხადებებს და ახდენთ საპატრიარქოს მაღალი თანამდებობის პირების დისკრედიტაციას, რომ თითქოს მეუფე იაკობი და ქალბატონი შორენა არიან დაინტერესებულნი, რომ მამა გიორგი დაეჭირათ და დაეკავებინათ. ეს არ არის ჩემო მეგობარო სიმართლე. მეუფე იაკობი არის პატრიარქის ქორეპისკოპოსი, რომელიც სარგებლობს მისი ნდობით. აი პატრიარქთან იმყოფებით და თქვენ ამბობთ, რომ პატრიარქმა არ იცის რაშია საქმეო. პატრიარქმა როგორ არ იცის? აი, ხომ დარწმუნდით?


პატრიარქი: გუშინდელ გაზეთში, ორშაბათის გაზეთში, ვისი ინტერვიუა, თქვენი?


მამა მიქაელი (თორნიკეს): თქვენი ინტერვიუა.


მამა კახაბერი: „ასავალ-დასავალში".


თორნიკე მამალაძე: დიახ.


მამა მიქაელი: უწმინდესმა როგორ არ იცის?


პატრიარქი: პატრიარქთან რჩებოდაო ღამე მამა გიორგი.


მამა დავითი: იქ დაცვის წევრიც არ იყოო არავინო.


პატრიარქი: არ ყოფილა ასეთი შემთხვევა და უნდა გეშინოდეს ღმერთისა, როცა ამას ლაპარაკობ.


მეუფე იაკობი: 50 მილიონზეც თითქოს იცოდაო.


დედა ან და: საბუთებით დაამტკიცებს მამა გიორგი როცა პატრიარქს შეხვდება, ასე ჰაერზე არ საუბრობს ის.


თორნიკე მამალაძე: ამას ყველაფრის დოკუმენტაცია არსებობს.


(ჩანაწერი გაურკვეველია)


პატრიარქი: ჩემთან რჩება სამი ადამიანი


მამა მიქაელი: უწმინდესის გარემოცვაზე საუბრობთ და აი, უწმინდესი აქ ბრძანდება და ხომ დარწმუნდით, რომ უწმინდესმა ყველაფერი იცის ხომ? და უწმინდესი რას ამბობს ახლა? ყველას თანდასწრებით ამბობს, რომ სიმართლე დადგინდეს.


პატრიარქი: ჩემთან რჩება სამი ადამიანი: დაცვის წარმომადგენელი, ერთი მონაზონი და ერთი მღვდელი.


მამა კახაბერი: მორიგე მოძღვარი.


მეუფე ანდრია: ყოველთვის ასეა.


პატრიარქი: ყოველ დღე და ღამე და თქვენ იმას ამბობთ რომ ღამე რჩებოდაო, კიდეც რომ დარჩენილიყო, რა მოხდებოდა?


თორნიკე მამალაძე: არა, უბრალოდ იმას ამბობენ თქვენო უწმინდესობავ, რომ ახლო ურთიერთობა არ ჰქონდაო პატრარქსო და არ იცნობდაო. ესე გაჟღერდა და მაგასთან დაკავშირებით.


მეუფე თეოდორე: ჩვენ მასეთი რამე არ გვითქვია არავის.


მამალაძე: არა უკაცრავად, მე არ ვამბობ, რომ თქვენ თქვით, თქვენ არ გითქვამთ, მაგრამ ასეთი რაღაც გაჟღერდა, მონასმენიც გექნებათ, იყო ნათქვამი, რომ პატრიარქს არ იცნობდაო.


პატრიარქი: ხოდა ძალიან ფრთხილად უნდა ილაპარაკო. რაც თავში მოგადგება უნდა განსაჯო, გაანალიზო. პატრიარქს ეჭვის თვალით არ უნდა შეხედო.


თორნიკე მამალაძე: ჩვენ, თქვენო უწმინდესობავ, არც ერთ ჩვენს განცხადებაში პატრიარქთან დაკავშირებით არასდროს არ გვითქვამს ასეთი რაღაც.

პატრიარქი: გაზეთში წერია.


თორნიკე მამალაძე: დიახ, ეს, თქვენო უწმინდესობავ, სურათები მაქვს ნანახი რომ თქვენ და მამა გიორგი ერთი ერთზე ბრძანდებოდით იჯექით და მაქედან გამომდინარე ვთქვი, რომ ახლო ურთიერთობა გქონდათ.


მეუფე იაკობი: ვიღაცამ ხომ გადაიღო.


მამა მიქაელი: ასე ყველა ვართ ხოლმე პატრიარქთან.


დედა ან და: უკაცრავად, ყველა კია მარა ხომ იყო განცხადებები, რომ მამაო ორი სამი თვე იყო მამა გიორგიო და არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდაო, ეს სურათი იმიტომაა.


თორნიკე მამალაძე: არა, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს თქვენ თქვით.


მეუფე თეოდორე: ფრთხილად უნდა თორნიკე ინტერვიუებში. ისეთი რაღაც არ უნდა დავწეროთ, მე გითხარით, რომ გამოვიდეს ეკლესიის დისკრედიტაცია, თუკი თქვენ ეკლესიის დისკრედიტაციაზე წახვალთ ან ეს არ გინდათ, უბრალოდ ვიღაცეები შეეცდებიან, რომ ეს გაგაკეთებინონ, ცდილობენ, რომ ჩვენს შორის გაფუჭდეს ურთიერთობა, ჩვენს შორის არ იყოს ურთიერთობა და ჩვენ სხვადასხვა მხარეს ვიდგეთ და არ ვართ სხვადასხვა მხარეს. ჩვენ ვართ ერთ მხარეს.


თორნიკე მამალაძე: ღმერთმა დაგვიფაროს სხვადასხვა მხარეს ვიყოთ.


მეუფე თეოდორე: ყველას გვინდა სიმართლის დადგენა, არავის არ გვინდა ჩვენ ტყუილად გამართლდეს ან ტყუილად გამტყუნდეს ადამიანი, არც ერთი ადამიანი.


თორნიკე მამალაძე: რა თქმა უნდა.


მეუფე თეოდორე: და ნურც ბრალს დავდებთ ასე ხელაღებით ნურავის თუ კი ჩვენ არ გვაქვს გარკვეული საბუთები აქ რაც მამა მიქაელმა თქვა, ნუ დავდებთ ნურავის ბრალს, არამედ შევეცადოთ, რომ სიმართლე ვიპოვოთ, ჩვენი ერთადერთი მიზანი არის სიმართლის პოვნა.


დედა ან და: ჩვენიც.


მეუფე თეოდორე: და ზედმეტი დისკრედიტაციის უფლებას ნუ მივცემთ ნურავის, ნურც ეკლესიის, ნურც მამა გიორგის, ნურც იმ ურთიერთობების, რომელიც არსებობს. ჩვენ ვართ ერთი დიდი ოჯახი, საპატრიარქოში ყველანი ვიკრიბებოდით, ყველანი ერთად ვიყავით, მამა გიორგი ჩვენთან ერთად იყო, უცხო კი არ იყო, მაგრამ ერთად ვიყავით ყველა. და გამორჩეული არცერთი არ ვიყავით, აქ ქორეპისკოპოსები ვართ, მღვდლები არიან, დაცვის წევრები არიან და ყველანი ერთნი ვიყავით და ერთნაირი უფლებებით ვსარგებლობდით უწმინდესთან, იმიტომ, რომ უწმინდესი მარტო იმით არ ასხვავებს ვინ დაცვის წევრია, ვინ ქორეპისკოპოსი, ყველანი ადამიანები ვართ და ადამიანური გარემოება იყო და ნუ წარმოვაჩენთ რაღაცა ზედმეტს ნურაფერს და ნურც რაღაცა იმას, რომ მამა გიორგის არავინ არ ვიცნობდით, პატრიარქიც იცნობდა და ყველასთან ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ განსხვავებული არ იყო არავისგან, ერთნაირად ვიყავით ყველა.


თორნიკე მამალაძე: დიახ, მე არ მითქვამს განსხვავებული იყო მეთქი, უბრალოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ მეთქი.


მეუფე თეოდორე: იქ ესე წერია, ესე ჩანს, არ ვიცი, შეიძლება შენ არ თქვი და ესე დაგიწერეს.


თორნიკე მამალაძე: მე ტელეფონით ვესაუბრე.


მეუფე თეოდორე: კი შეიძლება, არ არის გამორიცხული.


თორნიკე მამალაძე: თქვენო უწმინდესობავ, 4 თვე ზიარებას ითხოვს მამაო, ამასთან დაკავშირებით...


მეუფე ანდრია: მამა დავითი და მამა კახაბერი შევლენ, ხომ თქვა ამის შესახებ?


მამა კახაბერი: შევალთ ჩვენ.


მეუფე ანდრია: და იქიდან გამომდინარე ზიარების საკითხი გადაწყდება.


მამა დავითი: თორნიკე, მამა კახაბერს და მე დაგვავალა უწმინდესმა, ხვალე გავარკვევთ, შევალთ და ვნახავთ მამა გიორგის.

 

მეუფე თეოდორე: პირადი საკითხია ეს ზიარება, აბსოლუტურად პირადი საკითხია და მამები აღსარებით გავარკვევთ ამ საკითხს და არ არის საჭირო სატელევიზიო განხილვა.


თორნიკე მამალაძე: 4 თვე ითხოვს.

 

მეუფე თეოდორე: ეს გასარკვევია, მერე 4 თვე კი არ შეიძლება... პრობლემები როცა არის... შიდა საკითხებია არ შეიძლება ამაზე ჩვენ ვილაპარაკოთ სახალხოდ.


პატრიარქი: მეუღლე რას იტყვის? არაფერი გაქვთ სათქმელი?


მეუღლე: მოგვეხმარეთ.


მეუფე ანდრია: განიცდის.


პატრიარქი: ძალიან მძიმეა, რა თქმა უნდა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე მაინც გამოვლინდება და გავიგებთ სიმართლეს, ვის სჭირდებოდა ეს პროვოკაცია.

დედა: თქვენო უწმინდესობავ, მამაო 13 წის მოინათლა პირველად და იმ დღიდან ეკლესიიდან არ გამოსულა, იმას იქეთ რომ... ძალიან აღფრთოვანებული იყო ეკლესიით და ყველაფრით... უჩა, თვეები და წლებია დადის ჩვენს ოჯახში. მე ყველაფერზე თავს დავდებ, რომ მამაო არავითარ შემთხვევაში, არაფრის საფასურად, არაფრის გამო არ იზამს, რასაც აბრალებენ, მე ჩემს სიცოცხლეს დავდებ ამის საფასურად, ჩემი შვილიშვილების სიცოცხლეს. ეს არის სისულელე, უჩამ კარგად იცის ჩვენი ოჯახის სული, გული და ყველაფერი.


პატრიარქი: უჩამ მიამბო, რომ თქვენ იცნობდით. (უჩა არის დაცვის თანამშრომელი).


დედა: ყველაფერი იცის, არაფრით არ შეიძლება, რომ იმ სახლში გაზრდილმა... არ ვიცი მეტი რა გითხრათ, არ ვიცი...


მეუფე ანდრია: დამშვიდდით.

 

მეუფე თეოდორე: ღმერთი აუცილებლად გამოაჩენს.


თორნიკე მამალაძე: თქვენო უწმინდესობავ, თქვენ რას იტყვით თავდებობასთან დაკავშირებით, თქვენო უწმინდესობავ, თქვენი აზრი გვაინტერესებს, ჩვენთვის უპირველეს ყოვლისა. ეს საქმე არ გაჩერდება, ეს სასამართლო ჩვეულებრივად... ხომ არის ასე მეუფეო, დამეთანხმებით.

 

მეუფე თეოდორე: სასამართლო გაგრძელდება მინიმუმ რამდენიმე თვე.


თორნიკე მამალაძე: თავდებობით რომ გამოვიდეს ჩვეულებრივად სასამართლო გრძელდება, ხო დამეთანხმებით?

 

მეუფე თეოდორე: არა, თავდებობა სხვა საკითხია...


მეუფე თეოდორე: ეს ესე ჩვენი გადასაწყვეტი საკითხი არ არის.


თორნიკე მამალაძე: ეს არის...


მეუფე იაკობი: რჯულის კანონით თავდებობა.


თორნიკე მამალაძე: ეს არის იურიდიულად ფორმა...


მეუფე თეოდორე: მე არ ვიცი ეს...


პატრიარქი: (ატირებულ ბავშვს უხმობს თავისთან) მოვიდეს...


მეუფე თეოდორე: ზუსტად ვერ გეტყვი, ასე ადვილად არ არის...


მამა დავითი: ბავშვები... უჩა, მოუყვანეთ.

 

მეუფე თეოდორე: მე ვარ შეწყალების კომისიის წევრი პრეზიდენტთან და უამრავი პატიმრის საქმეა.

 

თორნიკე მამალაძე: შეწყალებას არ ვითხოვთ მეუფეო, თავდებობას...


მეუფე თეოდორე: არა, შეწყალებაში იმიტომ ვიძახი, რომ დღეში ხანდახან ხუთას საქმეს ვკითხულობ, ამიტომ ეს განაჩენები ბევრი ვიცი, ბევრი სახის ის არსებობს, მარა... თავდებობით მე არ მიახავს გამოსული, გირაოთი კი, საპროცესო შეთანხმებით... კიდევ სხვადასხვა ის არსებობს, პირობითი ხომ ეს სულ სხვა თემაა... გირაოთი და იმით მინახია, მაგრამ თავდებობით, სიმართლე გითხრათ, ბოლო დროს, არცერთი კაცი არ მინახავას თავდებში გამოსული.

 

თორნიკე მამალაძე: როგორ არა, მე მყავს ნანახი.


დეკანოზის მამა: პირადული გრძნობები როგორია, ამის ჩამდენია მამა გიორგი?


მეუფე თეოდორე: პირადული გრძნობები, სამწუხაროდ, რა ვიცი, საჯაროდ სათქმელი არ არის, პირადული გრძნობა პირადული გრძნობაა თითოეული ჩვენგანისათვის, მე ასე ვფიქრობ. მთავარი არის სასამართლო რას იტყვის პრინციპში... მეორე მთავარი არის ღმერთი რას განსჯის, ანუ ღმერთის განსჯის გარეშე, მე ძალიან ღრმად მჯერა, რომ არაფერი მოხდება.


თორნიკე მამალაძე: თქვენი აზრი გვაინტერესებს, თქვენო უწმინდესობავ, მამა გიორგის მიმართებაში პიროვნულად, თქვენ გჯერათ ამ ბრალდების? თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვენ განცხადებაც გააკეთეთ მამა გიორგის...


პატრიარქი: მე ცუდი არაფერი მინახავს მამა გიორგისგან და ეს ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდნა, როცა მითხრეს, რომ დააპატიმრეს მამა გიორგიო.


მეუფე ანდრია და მეუფე თეოდორე: კი ყველასათვის ასე იყო.


პატრიარქი: ღმერთი მოწყალეა და ღმერთმა მშვიდობა მისცეს მამა გიორგის, მის ოჯახს.


დეკანოზ გიორგის და: მე ერთს დავამატებ, უწმინდესობავ, თუ შეიძლება, რაც შეეხება გაიჟღერა მილიონებზე აქ ლაპარაკი, მილიონებზე მაგიტომ ითხოვს მამა გიორგი მამალაძე, ჩემი ძმა, მე ჩემი სიცოცხლეც რომ ეხლა მომთხოვონ, მე გავწირავ მამაოს სიცოცხლისთვის, იმიტომ, რომ მე მჯერა მისი უდანაშაულობის და მთელი საქართველო, ჩვენ ამით ვცოცხლობთ დღესდღეობით, რომ მთელი საქართველო გვერდზეა. რაც შეეხება იმ 50 მილიონს, იმ 100 მილიონს, იმიტომ ითხოვს თქვენთან შეხვედრას, რომ დასაბუთებული აქვს, ჰაერზე არაფერს არ ითხოვს, რადგან ესეთი ახალგაზრდა ბიჭი ამ სამსახურს ჩაუდგა სათავეში, იმ ყველაფერზე აქვს დასაბუთებული, ამ მილიონებზე რასაც ლაპარაკობს არაფერი ჭორი არ არის ეს ყველაფერი არის საბუთებითო და იმიტომ ითხოვს თქვენთან შეხვედრას.


მამა მიქაელი: საბუთზე უწმინდესს ჰქონდა ხელი მოწერილი?


თორნიკე მამალაძე: დიახ.


დეკანოზის მამა: დიახ, აი ამაშია საქმე, რომ თქვენს ხელნაწერში მინდობილობაში...


თორნიკე მამალაძე: თქვენო უწმინდესობავ, თქვენი ხელმოწერილით და თქვენი პირადი ბეჭდით არის, ჩვენს ხელშია ეს საბუთები.


მეუფე თეოდორე: ტელევიზიაში რაც მოვისმინე, მე საბუთები არ მინახია, ეს არის მინდობილობა. იქ არის მინდობილობა, რომ მამა გიორგის ეძლევა უფლება საავადმყოფოსთან დაკავშირებით შეასრულოს ყველა სახის...


თორნიკე მამალაძე: ნუსხაც იყო ჩამოწერილი, რაზეც უნდა დახარჯულიყო.


მეუფე თეოდორე: ხო, მაგრამ აქ არ იყო საუბარი, რომ მას გაეხსნა ანგარიში ესპანეთში.


მეუფე იაკობი: მეუფე, უწმინდესმა არ იცოდა 50 მილიონის შესახებ და ხალხს ეუბნებიან, თითქოს იცოდა, ახლა გაიგო უწმინდესმა, არ იცოდა მანამდე.


პატრიარქი: მე ეხლა გავიგე.


თორნიკე მამალაძე: დიახ, ეს 50 მილიონიც თქვენო უწმინდესობავ არის ლიმიტი, მაქსიმალური თანხის ჩარიცხვა შეიძლებოდა 50 მილიონის.


დეკანოზის დედა: რომელზეც ნული თეთრიც არ ცარიცხულა.


თორნიკე მამალაძე: ერთი წუთით. აქ იყო საუბარი 6 მილიონზე, 6 მილიონი უნდა ჩარიცხულიყო, ეს იყო 50 მილიონი ლიმიტი. ეს 6 მილიონი...


პატრიარქი: მე არც 6 ვიცოდი და არც 50.

 

თორნიკე მამალაძე: დიახ, ამის მოტანას აპირებდა, თქვენო უწმინდესობავ.


მეუფე თეოდორე: საავადმყოფოს თავისი ანგარიში აქვს.


თორნიკე მამალაძე: ამის ყველაფრის თავის ახსნას მე ვამბობდი, რომ...


დეკანოზის მამა: ხომ შეიძლება, რომ ადვოკატების თანდასწრებით...


თორნიკე მამალაძე: ამ ყველაფერს მაგიტომაც ვამბობდი.


მეუფე თეოდორე: არ არის საჭირო, საჯაროდ ამაზე საუბარი, ჩვენ ვისაუბროთ, ჩვენ გავიგოთ, ჩვენ გავერკვიოთ ერთმანეთში.


დეკანოზის დედა: დიახ.


მეუფე თეოდორე: და ჩვენ რაღაცა ვიცოდეთ.


თორნიკე მამალაძე: დიახ, მაგიტომაც ვითხოვდი, თქვენო უწმინდესოვავ, ადვოკატების მოსვლას.


პატრიარქი: რომელი საათია?


მამა დავითი: ორის ნახევარია.


დეკანოზის დედა: ამიტომ ვითხოვთ ადვოკატებს, აქვთ ყველანაირი წვდომა.


მეუფე თეოდორე: აგერ შეხვდებიან მამები ხვალ მამა გიორგის.


დეკანოზის დედა: ჩვენ რასაც ვუსმენთ ტელევიზორში ერთ მხარეს და მეორეს, იმას ვაჟღერებთ და იმას ვლაპარაკობთ ამჟამად.

 

მეუფე თეოდორე: ჩვენც ეგ ვიცით, სამწუხაროდ.


დეკანოზის დედა: იციან ყველაფერი ადვოკატებმა, იციან პროკურორებმა, ამიტომ გვინდა, რომ შეაჯეროთ, იმათაც მოუსმინოთ და ამათაც.


მამა მიქაელი: ღიაობა სასამართლოს გადასაწყვეტია. სასამართლო სხდომები გინდა ღია იყოს გინდა დახურული, ჩვენ არ გვითქვია ღია იყოს თუ დახურული.


დეკანოზის მამა: ხომ შეიძლება ადვოკატები შევახვედროთ პატრიარქს?


მეუფე იაკობი: ჩვენ სასამართლო ხომ არ ვართ...


მეუფე თეოდორე: იყვნენ ადვოკატები ჩვენთან მოსულები... ჩვენც გვქონდა შეხვედრა.


მეუფე იაკობი: ჩემზე როცა იძახით, რომ უწმინდესამდე არ ვუშვებ ვინმეს, როცა ტყუიხართ, სირცხვილია.


მამა დავითი: ადვოკატებიც იყვნენ, პრეზიდენტიც იყო და უჩა ნანუაშვილიც იყო მოსული.


მეუფე თეოდორე: ყველა იყო მოსული და ყველასთან გვქონდა შეხვედრა.


დეკანოზის დედა: ერთხელაც მოუსმინეთ ადვოკატებს და აღარაფერს იტყვიან მერე.


მეუფე თეოდორე: იყვნენ ადვოკატები შვენთანაც იყვნენ მოსულები.


დეკანოზის დედა: კი იყვნენ, იყვნენ საქმის დასაწყისში, უკაცრავად, რომ გეჩრებით, ძალიან დიდი ბოდიში.


მამა დავითი: არა, არა არაუშავს.


დეკანოზის დედა: ხოდა ვიცით ჩვენ როდის იყვნენ და როდის არა.


მეუფე თეოდორე: რა პრობლემაა, მოვიდნენ და არასდროს უარი არ გვითქვია.


დეკანოზის დედა: ეხლა ამდენი საქმის გამოძიების შემდეგ, რაც ხელთ აქვთ მასალები იმას მოუსმინეთ უწმინდესთან ერთად, მეტი სხვა ხომ არ გვითხოვია.


პატრიარქი: არა მე ეხლა განხილვას ხომ არ დავიწყებ? იურისტი არ ვარ და არაფერი.


დეკანოზის დედა: ჩვენც არ განვიხილავთ, რაც არ ვიცით.


დეკანოზის მამა: მოგესმინათ.


მამა მიქაელი: არა, რომც გაეცნოს უწმინდესი, უწმინდესი ხომ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას? ხომ ვერ ეტყვის, რომ მოხდეს ის, რაც...


თორნიკე მამალაძე: არა, თქვენი ადვოკატი დაგვხვდეს აქ. თქვენს ადვოკატს ჩვენთან ერთად, ჩვენ... მარტო ცალი მხრიდან გამომდინარე... იურისტები ჩავრთოთ.


მამა მიქაელი: ჩვენი იურისტი როგორ განიხილავს ამ საქმეს, საქმე პროკურტატურაშია.


პატრიარქი: მე იმედი მაქვს... მე იმედი მაქვს, რომ სიმართლე დადგინდება.


დეკანოზის და: ჩვენც, უფალმა დაგვიფაროს, მაგის იმედი არ გვქონდეს.

 

თორნიკე მამალაძე: მაგის იმედი გვაქვს, თქვენო უწმინდესობავ და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი...

 

პატრიარქი: ილოცეთ და ლოცვა დაგეხმარებათ. ჩვენთან არს ღმერთი. არს და იყოს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner