წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ყალბი აქციზური მარკების დამზადება - გასაღების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, უახლესი პოლიგრაფიული ტექნოლოგიების გამოყენებით დაამზადეს 6 000 ერთეული ალკოჰოლური სასმელისათვის განკუთვნილი ყალბი ქართული აქციზური მარკა. ბრალდებულები აღნიშნული ყალბი აქციზური მარკების 9 000 ლარად რეალიზაციის დროს დააკავეს.
ამასთანავე, გამოავლინეს საწარმო, სადაც ბრალდებულები ყალბ აქციზურ მარკებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით ამზადებდნენ.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და მეოთხე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით", - აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.