logo_geo
eng_logo
დღეს რეზო ამაშუკელი 81 წლის გახდა
- +

24 ივნისი. 2017. 11:25




ქართველი პოეტი რეზო ამაშუკელი 1936 წლის 24 ივნისს, ქალაქ ქუთაისში დაიბადა.


1960 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილილოგიის ფაკულტეტი.


სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალებში: „ცისკარი", „მნათობი", „ლიტერატურნაია გრუზია", ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტში.


არის მრავალი პოეტური კრებულის ავტორი - „ლექსები", „ზედაზნის მთვარე", „შენდამი", „მზე და მთვარე ნუ მოგშლოდეს", „ტირისკონი", „აკმე".


პოემისათვის „ძახილი" 1968 წელს მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია.


1985 წელს იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი.


1988-1989 წლებში შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 1993 წელს მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე.


2003 წელს დასახელდა თბილისის საპატიო მოქალაქედ.


1996 წელს დააჯილდოვეს ღირსების ორდენით.


რეზო ამაშუკელი არის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა (1982) და საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1968).


„რეპორტიორი" რეზო ამაშუკელს ულოცავს დაბადების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner