თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდორანმა ევროკავშირი დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით მიცემული პირობის შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, თუ ევროკავშირი ანკარასთვის მიცემულ პირობას არ შეასრულებს და თურქეთს დაპირებულ 3 მილიარდ ევროს არ გადაურიცხავს, შეთანხმებას თურქეთიც დაარღვევს.
„ჩვენი ბიუჯეტი თითქმის 3 მილიონ დევნილს ინახავს, ხოლო ევროპისგან დაპირებული ფინანსური დახმარება ჯერ არ ჩანს. თუ ევროკავშირი თავის პირობას არ შეასრულებს, მიღწეულ შეთანხმებას თურქეთიც დაარღვევს", - განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.