logo_geo
eng_logo
ნინო გვენეტაძე: მოსამართლეთა კორპუსი სამართლიან კრიტიკას არ გაურბის
- +

24 ივნისი. 2017. 12:17



იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ცვლილების შემდეგ კრიტიკის შემცირებას ელოდება.

 

მისი თქმით, მოსამართლეთა კორპუსი სამართლიან კრიტიკას არ გაურბის.


ჩვენ არ გავურბივართ სამართლიან კრიტიკას. იუსტიციის საბჭო ფაქტობრივად განახლდება კენჭისყრის შემდეგ, როდესაც განმწესდება 4 მოსამართლე წევრი. მთავარია, რომ საბჭო იტენსიურად დაიწყებს მუშაობას, სტრატეგიის განხორციელებაზე, რომ იყოს გახსნილი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და აამაღლებს მართლმსაჯულებისადმი ნდობას.

წინა 4 წლის განმავლობაში საბჭოს სხდომები ღია იყო და ყველას შეეძლო დასწრებოდა მას. საბჭო აბსოლუტურად გახსნილია, არასამთავრობოების მიერ ხორციელდება მონიტორინგი და ვფიქრობ, ამ ოთხი წლის განმავლობაში საბჭოს გარკვეული წარმატებები და წინსვლა ჰქონდა", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.


დღეს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია იმართება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner