იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ცვლილების შემდეგ კრიტიკის შემცირებას ელოდება.
მისი თქმით, მოსამართლეთა კორპუსი სამართლიან კრიტიკას არ გაურბის.
„ჩვენ არ გავურბივართ სამართლიან კრიტიკას. იუსტიციის საბჭო ფაქტობრივად განახლდება კენჭისყრის შემდეგ, როდესაც განმწესდება 4 მოსამართლე წევრი. მთავარია, რომ საბჭო იტენსიურად დაიწყებს მუშაობას, სტრატეგიის განხორციელებაზე, რომ იყოს გახსნილი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და აამაღლებს მართლმსაჯულებისადმი ნდობას.
წინა 4 წლის განმავლობაში საბჭოს სხდომები ღია იყო და ყველას შეეძლო დასწრებოდა მას. საბჭო აბსოლუტურად გახსნილია, არასამთავრობოების მიერ ხორციელდება მონიტორინგი და ვფიქრობ, ამ ოთხი წლის განმავლობაში საბჭოს გარკვეული წარმატებები და წინსვლა ჰქონდა", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
დღეს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია იმართება.