„ბიბისის" ცნობით, ნაზიმუდინ სამადი, რომელიც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი იყო, ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში მოკლეს. იგი ჯერ მაჩეტეებით დაჭრეს, შემდეგ კი ესროლეს.
28 წლის სამადი ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო იმ ჯგუფისა, რომელიც სეკულარიზმის იდეის ადვოკატირებას ახდენდა. პოლიციას მკვლელობაში ეჭვმიტანილი არ ჰყავს.
ცნობილია, რომ სამადი რეგულარულად გამოდიოდა რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ.
ბანგლადეში ოფიციალურად სეკულარული სახელმწიფოა, თუმცა, სეკულარული შეხედულებების მქონე ადამიანს ხშირად ესხმიან თავს. მაგალითად, გასულ წელს სეკულარიზმის მხარდამჭერი ოთხი ბლოგერი მოკლეს.