logo_geo
eng_logo
დიმიტრი გვრიტიშვილი: მეც მაქვს ე.წ პოლიტიკური ელფერის მქონე საქმეები, რომელთა განხილვაც მოსამართლეებს გვიწევს
- +

24 ივნისი. 2017. 17:02


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეული წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, მისი ამოცანაა, იმ მიღწეულის შენარჩუნება, რაც დღეის მდგომარეობოთ არსებობს სასამართლო სისტემაში.


სასამართლო დღეს არის მაქსიმალურად დამოუკიდებელი. ინდივიდუალური მოსამართლეების როლი თანდათან ძლიერდება. ჩემი ამოცანაც ის იქნება, რომ ამ პროცესს შევუწყო ხელი", - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.


რაც შეეხება მის მიმართ არსებულ კრიტიკას, მისი თქმით, ე.წ. პოლიტიკური ელფერის მქონე საქმეები ყველა მოსამართლეს აქვს, თუმცა ამის გამო „ზღვარგადასული შეფასებები" არ უნდა იყოს.


ლევან მურუსიძის მიმართ ხშირად ისმის დაუსაბუთებელი, ზღვარგადასული კრიტიკა. ეს კრიტიკაც აღარ არის, ეს შეურაცხყოფაა ღირსების შემლახავი. მე პირადად მეამაყება, რომ ლევან მურუსიძის მეგობარი ვარ. რაც შეეხება მოსამართლეების მიმართ არსებულ მოსაზრებებს მათ მიერ განხილული საქმეებიდან გამომდინარე, მეც მაქვს ასეთი რეზონანსული, . პოლიტიკური ელფერის მქონე საქმეები, რომელთა განხილვაც მოსამართლეებს გვიწევს და მომავალშიც მოგვიწევს, თუმცა, ეს არ უნდა აძლევდეს არავის უფლებას ზღვარგადასული, შეურაცხმყოფელი შეფასებების გაკეთების სასამართლოს და ცალკეული მოსამართლეების მიმართ", - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.


დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩიეს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner